რუსეთის გენშტაბმა ის „მტრები“ აღმოაჩინა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზიები რუსეთის გენშტაბმა ის „მტრები“ აღმოაჩინა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზიები />


  21:32:57     05-01-2012

რუსეთის გენშტაბმა ის „მტრები“ აღმოაჩინა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზიები

a14011.jpg

რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი აზრზე არ არის, რა ხდება მის ქვეყანაში. მაკაროვი ისე ადგენს რუსეთის სამხედრო საფრთხეების შესახებ დოქტრინებსა და კონცეფციებს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც არ იცნობს.

პოლონეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთის გენშტაბის უფროსის, ნიკოლაი მაკაროვის მოხსენებამ. მასში რუსეთის ფედერაციის იმ „მტერ-ქვეყნებზეა“ საუბარი, რომელთაც რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ.

რუსეთის სამხედრო საფრთხეების განხილვისას, მაკაროვმა განაცხადა, რომ დღეს რუსეთი ტერიტორიებს უმიზნებენ ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი, გერმანია, ლიტვა, იაპონია, ხოლო პოლონეთს კი ტერიტორიული პრეტენზია რუსეთის მოკავშირე ბელორუსთან აქვს.

თუმცა, როგორც ირკვევა, მაკაროვმა მოიტყუა, ან გენშტაბის პირველი პირი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში არ არის. რადგან ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მქონედ, შეიძლება, მხოლოდ ორი - იაპონია და ესტონეთი დასახელდეს. იაპონიას კურილის კუნძულები სურს, რომელსაც საბჭოთა კავშირის მიერ, ახლა კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ თავის „ჩრდილოეთ ტერიტორიად თვლის“. ეს პოზიცია ოფიციალურ ტოკიოს ხმამაღლა აქვს გაცხადებული და ის იაპონიის საგარეო-პოლიტიკურ დოქტრინებშიცაა წარმოდგენილი.

ესტონეთი კი რუსეთის პეჩორის რაიონზე აცხადებს პრეტენზიას, - სხვათა შორის, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის საპრეზენტაციო რუკაზე, ეს ადგილი არასწორად იყო მითითებული. ტალინის ეს პოზიციაც ცნობილია და ის დაფიქსირებულია ოფიციალურ დოკუმენტებში.

დანარჩენი ქვეყნების „ტერიტორიული პრეტენზიები“ შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც არაოფიციალური და მითიური, -რომლებიც ოფიციალურად გაფორმებული არაა, მაგრამ სახელმწიფო მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს ამ თემაზე, ან  როცა სახელმწიფოს არც თავად აქვს პრეტენზია და არც არასამთავრობოების მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს იზიარებს.

მაკაროვის მოხსენებაში კიდევ ერთი „ჯგუფი“ შეიძლება გამოიკვეთოს, ესაა „სკანდალური ტერიტორიული პრეტენზიები“, როცა პრეტენზიებად უკვე გადაწყვეტილი საკითხებია მოხსენიებული.

როგორც ჩანს, რუსეთის გენშტაბის უფროსმა არ იცის, რომ მოსკოვს უკვე დაკმაყოფილებული ჰყავს ნორვეგია, რომელსაც 2011 წლის 17 ნოემბერს გადასცა ბარენცის ზღვის აკვატორია, დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოხდა, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის კი სრულიად არასაიდუმლოდ და საზეიმოდ (ცერემონიალში მედვედევიც მონაწილეობდა), 2010 წელს შედგა.

რაც შეეხება პოლონეთის „პრეტენზიებს“ ბელორუსთან, რომელიც რუსეთს საკუთარ სამხედრო საფრთხედ აქვს წარმოდგენილი:
2011 წელს ოფიციალურმა მინსკმა განაცხადა, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რაც ბელორუსის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და სამხედრო დოქტრინაშიც ჩაიწერა. თუმცა, მოგვიანებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ისტერიკა მოაწყო - პოლონეთს დასავლეთ ბელორუსის წართმევა სურსო. ამის გამო, პოლონეთის საგარეო უწყებამ ბელორუსი ელჩი გამოძახა და მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. პოლონური მხარის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ლუკაშენკოს განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვარშავა არასოდეს აყენებდა ეჭვქვეშ პოლონეთ-ბელორუსის საზღვრის „სტაბილურობას“ და რომ მსგავსი განცხადებები უაზრო და არასაჭირო პრობლემების წარმოქმნას ემსახურება.

0

ავტორი: