12:24:39     05-01-2012
საახალწლო კონცერტი ომის ვეტერანთა ოჯახებისთვის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ვეტერანთა ბავშვებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე საომარ ვითარებებში დაღუპულ და დაჭრილ მებრძოლთა 1800 ოჯახი იყო მიწვეული. ბავშვებისთვის კონცერტები კულტურის ცენტრ “არტ ჰოლში” 2, 3, და 4 იანვარს ჩატარდა. საახალწლო წარმოდგენებში მონაწილეობდა მუსკომედიის თეატრალური დასი, თოჯინების თეატრი, საბალეტო ჯგუფი “ცისარტყელა”, ქორეაგრაფიული ანსამბლები “პატარა გორდა” და “სიხარული”. პატარებს საახალწლო საჩუქრებიც დაურიგდათ.
mod.gov.ge
0