„პუტინთან ერთად, მის დასაყრდენს - ფაშისტებსაც უნდა ვებრძოლოთ“ „პუტინთან ერთად, მის დასაყრდენს - ფაშისტებსაც უნდა ვებრძოლოთ“ />


  08:48:23     05-01-2012

„პუტინთან ერთად, მის დასაყრდენს - ფაშისტებსაც უნდა ვებრძოლოთ“

a13969.jpg

რუსეთში მოქმედი 19 იანვრის კომიტეტი, უახლოეს დღეებში, მოსკოვში, ანტიფაშისტური მსვლელობის ჩატარებას გეგმავს. მოძრაობას მიაჩნია, რომ ჩრდილოკავკასიურ ტერორიზმზე მეტად, რუსეთში, აქტუალური და პრობლემური ნაცისტური ტერორიზმია. მოსკოვის მსგავსად, ანალოგიური ღონისძიების ჩატარება 16-19 იანვარს ბერლინშიც იგეგმება.

სწორედ 3 წლის წინ, 19 იანვარს,  ნაცისტებმა, კრემლთან ახლოს, მოკლეს ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა.

უკიდურესი მემარჯვენეები, ამჯერად, 4 დეკემბრის დუმის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების რიგებში გამოჩნდნენ, რომლებზეც ჟურნალისტი იულია ლატინინა წერდა, რომ ან „ნაციკებსა“ და „ნაშიკებს“ (კრემლის მიერ შექმნილი ახალგაზდული მოძრაობა „ნაში“), კრემლი მიტინგების დროს კარგად იყენებდა, როცა ისინი პირველ რიგებს იკავებდნენ, ნაცისტური ლოზუნგების ხილვისას - „თავისუფლება ან სიკვდილი“, კი ბუნებრივია, რომ საზოგადოებას  გაუჩნდებოდა პროტესტი, - „ამათი გამარჯვება გვინდა? პუტინი უკეთესია“.

სწორედ ნაცისტები ყვირიან, რომ „საკმარისია კავკასიის კვება“ და რუსეთის ყველა უბედურებას ჩრდილოეთ კავკასიას მიაწერენ. თუმცა, 19 იანვრის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ნამდვილი დემოკრატიისათვის ბრძოლის პარალელურად, ამ ფაშისტური მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაც უნდა დაიწყოს. რადგან ისინი, თითქოსდა, აკრიტიკებენ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს, მაგრამ ყოველთვის მზად არიან იაფად ემსახურონ მათ და დახმარება გაუწიონ მიტინგების დარბევის საქმეში.

19 იანვრის კომიტეტი დარწმუნებულია, რომ ეს ორგანიზაციები გახდებიან კრემლის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, დემოკრატიული რევოლუციის შემთხვევაში.

ნაცისტების ლოზუნგები კი მართლაც, ერთი შეხედვით, დამაბნეველია. ისინი ანტიექსტრემისტული კანონმდებლობის წინააღმდეგნიც გამოდიან, რაც დღეს რუსეთში მოსკოვის გავლენის შენარჩუნებას ემსახურება და რომელსაც, რეალურად, მართლაც არანაირი საერთო არ აქვს ექსტრემიზმთან ბრძოლასთან. თუმცა, ნაცისტების პროტესტი ამ კანონმდებლობის მიმართ განპირობებულია იმით, რომ თავად მიეცეთ თავისუფალი მოქმედების საშუალება და მათი ექსტრემისტული ქმედებები, მიგრანტებისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული, აღარ იყოს დასჯადი.

19 იანვრის კომიტეტს მიაჩნია, რომ არც ჩრდილო კავკასიელები, არც მიგრანტები და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არ უქმნიან საფრთხეს რუსეთს, არამედ ამ საფრთხეს დღევანდელი ხელისუფლება და ულტრამემარჯვენეები წარმოადგენენ და ამიტომ, მათ წინააღმდეგ ბრძოლა განუყოფელი უნდა იყოს დღევანდელი რჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისაგან.

0

ავტორი: