სამგზავრო ტორტი სამგზავრო ტორტი />


  11:02:54     03-01-2012

სამგზავრო ტორტი

a13919.jpg

ცხვება 26 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში

გამოდის 12 ნაჭერი

1 ნაჭერი=300კ/კალ.

მასალა:

1 ლ. რძე

1 მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. ლიმონის გახეხილი კანი

150 გ შაქარი

250 გ მრგვალი ბრინჯი

30 გ ფისტა

50 გ ნიგოზი

100 გ დაშაქრული ხილი

3 კვერცხი

50 გ მოხალული და დაჭრილი მიწის თხილი

შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის

რძე  წამოადუღეთ მარილთან, ლიმონის კანთან და 50 გ შაქართან ერთად. დაუმატეთ ბრინჯი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 35-40 წთ, სანამ ბრინჯი რძით არ გაიჟღინთება.

გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და თხელ ფენად მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. დაჭერით ფისტა და ნიგოზი მსხვილად, დაშაქრული ხილი კი-წვრილად. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გულს დაუმატეთ 100 გ შაქარი და უერიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ჯერ ბრინჯი, ნიგოზი, ხილი და მიწის თხილი, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა.

ჩაასხით ცომი ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 160˚-1 სთ. როცა გაცივდება, ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და სულ ცოტა 3 სთ. დადგით გრილ ადგილას. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

0

ავტორი: