ირანმა, აშშ-ის „შესაშინებლად“, „საახალწლო კლიპი“ გადაიღო ირანმა, აშშ-ის „შესაშინებლად“, „საახალწლო კლიპი“ გადაიღო />


  09:25:26     03-01-2012

ირანმა, აშშ-ის „შესაშინებლად“, „საახალწლო კლიპი“ გადაიღო

a13917.png

მუსიკის ფონზე მფრინავი ბალისტიკური რაკეტები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ამერიკის შეერთებული შტატების სიჯიუტეს მნიშვნელოვნად შეარბილებს... ირანმა მსოფლიოს თავისი საბრძოლო შესაძლებლობების დამამტკიცებელი საბუთები წარუდგინა: უკანასკნელ დღეებში, ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო მანევრები ჩატარდა, თუმცა, ეს სწავლება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყო.

სამხედრო-საზღვაო ძალებმა კი, გუშინ, სამი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ეს პროცედურა მსოფლიო ნავთობის ექსპორტისათვის სტრატეგიულ ორმუზის სრუტეში განხორციელდა, რომლის გადაკეტვითაც ირანი იმ შემთხვევაში იმუქრება, თუ დასავლეთი მასზე ზეწოლას განახორციელებს. თუმცა, ისლამური რეჟიმის ამ მუქარას, ხელი არ შეუშლია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, რომ ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.    

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო რაკეტების მორიგი გამოცდის შესახებ, თეირანმა ეს ინფორმაცია, როგორც წესი, არ დაადასტურა. თუმცა, ამის მიუხედავად, ვიდეო გავრცელდა, სადაც მუსიკის ფონზე ბალისტიკური რაკეტების გაშვება მიმდინარეობს. ეს ვიდეო, ფაქტობრივად, საახალწლო კლიპად იქცა, რომლის მეშვეობითაც ისლამური რესპუბლიკა მტრებს ემუქრება.  

რაკეტების გამოცდა, ირანის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილმასშტაბიან სამხედრო-საზღვაო სწავლებას დაემთხვა. სწავლება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაშვებულ იქნა სამი რაკეტა, ერთი ახლო, ხოლო ორი - შორი მოქმედების. ექსპერტების აზრით, სწავლებას სადემონსტრაციო ხასიათი აქვს და ის ირანის მხრიდან, მსოფლიოსათვის საკუთარი კუნთების ჩვენებას ისახავს მიზნად.

0

ავტორი: