სისხლიანი გარჩევა თბილისში: გია კორკოტაშვილის ვაჟი მძიმედ დაჭრეს სისხლიანი გარჩევა თბილისში: გია კორკოტაშვილის ვაჟი მძიმედ დაჭრეს />


  20:35:36     02-01-2012

სისხლიანი გარჩევა თბილისში: გია კორკოტაშვილის ვაჟი მძიმედ დაჭრეს

a13915.jpg

წუხელ, გვიან ღამით, თბილისში სისხლიანი გარჩევა მოხდა. ტელეკომპანია „რეალ-ტვ“-ის ინფორმაციით, ოპოზიციურად განწყობილი მომღერლის, გია კორკოტაშვილის (კორკოტას) ვაჟი, 23 წლის ვაჟა კორკოტაშვილი და მისი მეგობარი, გიორგი ნადირაძე, გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს. კონკრეტული გარემოებები, ამ ეტაპზე, ზუსტად ჯერ ცნობილი არ არის.

შემთხვევა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება. სავარაუდოდ, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, ორ მეგობარს შორის ჩხუბი, ურთიერთსროლაში გადაიზარდა. თუმცა, სხვა ინფორმაციით, საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს, რომელმაც კორკოტაშვილს და ნადირაძეს, კონფლიქტის დროს ესროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ქუჩურ გარჩევას ეხებოდა. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ პირველი გასროლა ვაჟა კორკოტაშვილმა მოახდინა, რის შემდეგაც სხვა პირებმა მისი და მისი მეგობრის მისამართით სროლა დაიწყეს. თვითმხილველების განცხადებით, მათ ხმაური გაიგონეს, ხოლო როდესაც ქუჩაში გამოვიდნენ, ორი ახალგაზრდა ასფალტზე, უგონო მდგომერაობაში დახვდათ, რომელთაც ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდათ. სროლა იმდენად ინტენსიური იყო, რომ გარშემო გაჩერებული მანქანებიც დაზიანდა.     

პოლიციამ უკვე ამოიღო მასრები, რომელიც მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს ეკუთვნის. სხვა იარაღი, ჯერჯერობით, საქმეში არ ფიგურირებს. ორივე დაჭრილი ძალიან ცუდადაა, გიორგი ნადირაძე აპარატზეა შეერთებული, მას სამი ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, კორკოტაშვილს კი ხუთი ტყვია მოხვდა. ექიმების განცხადებით, ორივეს მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

„რეალ-ტვ“-ის ინფორმაციით, თავად გია კორკოტაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ის ამჟამად უკრაინაშია.

0

ავტორი: