10:54:07     02-01-2012
თავდაცვის სამინისტროს განცხადება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ ბესიკ ნინიაშვილის დაღუპვის გამო. კაპრალი ნინიაშვილი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.
სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის, საპატიო სიგელი, მედალი საბრძოლო იარისათვის და მედალი ”სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის.” კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.
Mod.gov.ge
0