მწვანილი კვერცხით მწვანილი კვერცხით />


  10:23:32     02-01-2012

მწვანილი კვერცხით

a13898.jpg

მასალა:

2 კვერცხი

25 გ. მწვანე ხახვი

15 გ. ქინძი

10 გ. კამა

30 გ. ისპანახი

30 გ. კარაქი

პილპილი და მარილი

ქინძი, კამა, ისპანახი და მწვანე ხახვი კარგად გავრეცხოთ, დავუმატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და დავასხათ კვერცხთან ერთად ათქვეფილი მწვანილი. კვერცხის მოხარშვის შემდეგ გავჭრათ ეს მასა ორ ან ოთხ ნაწილად, გადავაბრუნოთ და შევწვათ ყავისფერი ქერქის წარმოქმნამდე. მაგიდასთან მიტანის წინ მოვასხათ გამდნარი კარაქი და ცალკე მივიტანოთ მაწონი.

0

ავტორი: