11:58:30     30-12-2011
„ერისიონმა“ ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დამდეგი ახალი წელი დღეს ანსამბლმა „ერისიონმა“ მიულოცა. „ერისიონის“ შემოქმედებითი ჯგუფი პირველი იყო ვინც თავდაცვის სამინისტროს განახლებულ კლუბში გამართა კონცერტი. საკუთარი შემოქმედებითი საღამოს ქართველი სამხედროებისთვის მიძღვნის ინიციატივა ანსამბლ ერისიონის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. კონცერტს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, ოფიცრები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები დაესწრნენ. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა კონცერტის დასრულების შემდეგ ქართველ სამხედროებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა -„ ჩვენ ვართ საქართველოს ჯარისკაცები , მაგრამ თქვენ ხართ ნამდვილი ჯარისკაცები ... “ - განაცხადა ჭკუასელმა.
mod.gov.ge
0