ევა გრინი - ინტერვიუ ევა გრინი - ინტერვიუ 'ელლეს' />


  11:39:58     30-12-2011

ევა გრინი - ინტერვიუ 'ელლეს'

a13863.jpg

შიშველია ფოტოსურათებზე, ეწევა, გიჟდება საშინელებათა ფილმებზე, პარიზსა და ლონდონს შორის ცხოვრობს და სადღაც გზაში დაკარგა ფრანგული აქცენტი, მაგრამ არა ფრანგული შარმი.

- ცოტა დაღლილად გამოიყურებით, ფოტოსესიამ როგორ ჩაიარა?

- ფოტოები ძალიან მომეწონა: დახვეწილი, ცოტა მკაცრი, მაგრამ მარილიანია!

- ჰოდა, იქნებ სწორედ ამით დავიწყოთ: ბევრისთვის სტილის კანონმდებელი ხართ, განსაკუთრებით წითელ ხალიჩაზე, ყოველთვის ორიგინალურად გამოიყურებით. თუ გაქვთ თქვენეული წესები, რომელთაც მაგ „მარილიანობის“ მისაღწევად იცავთ ხოლმე?

- არა, თუკი „არანაირი წესი“ თვითონ არ ჩაითველბა წესად. პრემიერებზე იმას ვიცვამ ხოლმე, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არც მივეკარებოდი.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კომფორტი?

- ძალიან მნიშვნელოვანი! გლამური ხომ ილუზიაა. კამერების წინ წვრილ ქუსლზე ვარ,ჩანთაში კი ჩემი ერთგული ტყაპუნები მიდევს, როგორც კი ღონისძიება მთავრდება, მათი ჯერი დგება. იყო ვარსკვლავი - მხოლოდ თამაშია.

-  ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ არ მოგწონთ, როცა ფოტოგადაღების დროს გთხოვენ, ბუნებრივი იყავიო.

- ჰო, არ მიყვარს, როცა ფოტოგრაფი მეუბნება: ის იყავი, რაც ხარო, ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს! როცა გადაღებაზე ვარ, ნიღაბს ვიცვამ, ვიღაც სხვის როლს ვთამაშობ, საგანგებოდ. ამიტომ, როცა მესმის, “იყავი, რაც ხარო“, არ ვიცი, რა მომეთხოვება. ალბათ მარტო ფსიქოანალიტიკოსი თუ ამიხსნის. თუ ფოტოგრაფთან ახლოს ვარ, კამერის წინ მაიმუნობას და მანჭიაობას ვბედავ და მგონი ეს ყველაზე ახლოსაა იმასთან, რასაც მთხოვენ ხოლმე (იყავი ის, რაც ხარს ვგულისხმობ). 

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ჰოლივუდთან?

-ჰმ… იქ გადასვლას არ ვისურვებდი. საქმის მხრივ, რა თქმა უნდა, რომ სამყაროს ცენტრია. აი, ორი კვირით თუ ჩავდივარ, დღეში რამდენიმე შეხვედრა და მოსმენა მაქვს, ჰაერშიც კი დაძაბულობაა. ამასთან, იქ თავს დაცარიელებულადაც ვგრძნობ.

- თქვენ ხომ ძირითადად ლონდონსა და პარიზს შორის ცხოვრობთ?

- სახლი ლონდონში მაქვს, მაგრამ როცა პარიზში ვარ, მშობლებთან ვრჩები. 

- დედა რომ გახდებით, რომელ ქვეყანას აირჩევთ მუდმივ საცხოვრებლად?

- მე ლონდონი მიყვარს, რადგან აქ მშობლებთან ახლოს ხარ. სამაგიეროდ, პარიზს ცხოვრებაზე ყველა შეხედულების შეცვლაც შეუძლია. ფრანგი ვარ.

- თქვენი ინგლისური საოცრად არაფრანგულია! ბერტოლუჩის ფილმში თქვენი გმირი უფრო ფრანგულად საუბრობს, ვიდრე - თქვენ!

- ეგ ჩემი ერთადერთი აქცენტი იყო იმ დროისთვის. ყველას ჰგონია, იქ ხელოვნურად ვამახინჯებ საუბარს, სინამდვილეში  - ზუსტად მასე ვლაპარაკობდი.  მერე მეტყველების მასწავლებელთან რამდენიმეკვირიანმა კურსმა ინგლისური ბგერები თავის ინგლისურად სწორ ადგილას დააყენა და ყველაფერი მოგვარდა.

- დედათქვენიც ხომ მსახიობია?

- ჰო, მაგრამ დიდი ხნის წინ მიატოვა და ახლა საბავშვო წიგნებს წერს. უბრალოდ თამაშის სურვილი გაუქრა.

- განიხილავთ თუ არა მსახიობის ცხოვრების ავ-კარგს ჭიქა ყავასთან?

- როგორ არა! ხანდახან გადაღებებზეც ჩამოდის ხოლმე. თვითონ მოედანზე კი არა, იქვე ქალაქში ჩერდება. უკვე მივეჩვიე, რომ გადაღებიდან მოსულს სახლში შინაური საჭმელი და სასიამოვნო საუბარი მელის. მართლა არ ვიცი, როგორ გავძლებდი დედის გარეშე.

- რამდენად ეთანხმებით იმ აზრს, რომ კარგი მსახიობი აუცილებლად პატივმოყვარე უნდა იყოს?

- ვფიქრობ, მსახიობს ნარცისიზმის რაღაც ულუფა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისიც უნდა ესმოდეს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს. მე ნარცისად არ გამოვდგები - ყურადღების ცენტრში მაინცდამაინც კომფორტულად არ ვგრძნობ თავს. არც რეჟისორებთან პირფერობა შემიძლია, აქაოდა, თქვენზე ვგიჟდები და როლზე ამიყვანეთ-მეთქი. ბედიც უნდა გწყალობდეს, სხვების სიმპათიითაც უნდა ისარგებლო, ტაბლოიდები მოიმარჯვო, ინტერნეტი, პაპარაცები და ა.შ. 40-50 წლის წინ ამ დიდ და გიჟურ ინდუსტრიაში მეტი ბრწყინვალება იყო, ახლა საითაც გაიხედავ - ნაგავია. 

- ბევრმა არ იცის UNICEF-ში თქვენს მოღვაწეობაზე -შეგიძლიათ  უფრო დაწვრილებით გვიამბოთ?

- კომპანია Montblanc, რომლის ელჩიც ვარ,უკვე რამდენიმე წელია UNICEF-ს  პროგრამა Signature for good-ის ფარგლებში ეხმარება. Montblanc-ის მაღაზიებში გაყიდული კოლექციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საგანმანათლებლო პროექტებს და აფრიკაში სკოლების მშენებლობას ხმარდება. მე მართლა ვამაყობ ამ პროექტში მონაწილეობთ.

- დროის მანქანა რომ არსებობდეს, რომელ ათწლეულში ისურვებდით ცხოვრებას?

- ალბათ, 1960-იანებში, ან 1970-იანებში. არანაირი შიდსი, გაერთე და მორჩა! ძალიან მომწონს 1930–1940-იანების სტილი, თუმცა სულის თავისუფლების მხრივ 1960-იანებში გადავიდოდი.

- მართალია თუ არა, რომ ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაქვთ?

- სისულელეა. ინტერნეტით გავრცელებული ტყუილი.

 - რას იტყოდით ფუფუნებაზე?

- ჰმ... ეს იმაზეა დამოკიდებული, მატერიალური ფუფუნება იგულისხმება თუ სულიერი. ჩემთვის ფუფუნება ორივეს სინთეზია. თავი კარგ პლაჟზე წარმომიდგენია კარგი წიგნითა და კოქტეილით ხელში, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში. 

- მართალია, რომ ბრაიან დე პალმას „შავ ორქიდეაში“ მთავარ როლზე უარი თქვით?

- ოხ, ეს ჭორები! ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია: ჩემს კანდიდატურას განიხილავდნენ, მაგრამ სხვა ფილმზე ვიყავი დაკავებული და ბრაიან დე პალმასთან შეხვედრა ვერ შევძელი.

- კიდევ ერთი ჭორი: ფილიპ პულმანი, წიგნის „ოქროს კომპასის“ ავტორმა, წერილი გამოგიგზაზვნათ და მადლობა გადაგიხადათ მისი პერსონაჟის, ალქაჯ სერაფინას შესრულებისთვის. 

- ეს მართალია! ძალიან მომწონს მისი წიგნები. როლიც მომეწონა, გადაღებები მხიარული იყო, თუ ფრენის სცენებს არ ჩავთვლით. იმის მიუხედავად, რომ სპეცეფექტები მოგვიანებით დაედო, თვითონ სცენები საკმაო სიმაღლეზე გადაიღეს. მე კი სიმაღლის მეშინია.

- რა თქმა უნდა, ბონდის გოგონამ საქვეყნოდ გაგითქვათ სახელი, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი ფილმი მაინც ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცნებენი“ იქნებოდა, სადაც შიშველს გადაგიღეს. ახალგაზრდა, უცნობი მსახიობისთვის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. ახლა როგორ ფიქრობთ, ფილმი თუ ღირდა ამად?

- ამ როლმა, უეჭველია, ახალ სიმაღლეზე ამიყვანა, მაგრამ ახალი პროექტების პლანში წარმატება არ მოუტანია.“მეოცნებეების“ შემდეგ ერთი წელი უმუშევარი ვიყავი. 

- დღემდე ნერვიულობთ მოსმენებზე?

- ძალიან. სულ უფრო ცუდად გამომდის ნერვების მოთოკვა. დღეს იზარმაზარი კონკურენციაა, როლის მისაღებად იბრძვი და იცი, რომ კიდევ სულ ცოტა 10 მსახიობია მოლოდინში. მერე, თუ უარს გეუბნებია, ეძებ მიზეზს, ფიქრობ, ნუთუ არაფრისთვის ვვარგივარო და ეს საშინელებაა. თითქოს შენი სიყვარული უარყვეს. მოკლედ, დეპრესია გარანტირებულია. 

- ფილმს, რომელშიც ახლა გიღებენ, ძალიან დამაინტრიგებელი სათაური აქვა  - „მონა ლიზა“... - ჰო, მაგრამ გადაღებები ნელა მიდის. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება და პროექტი ჩაეშვება, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროექტია. თუმცა სხვაგვარად ჰქვია - „სირცხვილი“, მაგრამ ბრიტანული ფილმით „მონა ლიზათია“ შთაგონებული. მეძავი გოგონა ბევრად უფროს ყოფილ პატიმარს შეიყვარებს. რთული ისტორიაა, მაგრამ მშვენიერი ფილმია.

- მგონი უკვე დაასრულეთ „უკანასკნელ სიტყვასა“ და „კლონზე“ მუშაობა, ასეა? 

- დიახ. ორივე ფილმი, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა. „კლონი“ ფილმი საოცრად ლამაზია, ზღაპარივით!

- თქვენ თუ მოგსვლიათ აზრად, „ყველაფერი მიატოვოთ და საბავშვო წიგნები წეროთ“?

- არ ვიცი, შესაძლებელია. ჩემი პროფესია მიყვარს, მაგრამ  ძნელია, იყო კმაყოფილი.

წყარო

0

ავტორი: