ბიბლია ანგეა წინასწარმეტყველის შესახებ ბიბლია ანგეა წინასწარმეტყველის შესახებ />


  12:42:49     29-12-2011

ბიბლია ანგეა წინასწარმეტყველის შესახებ

a13836.jpg

16 (ახალი სტილით 29) დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ანგეა (ანგია) წინასწარმეტყველის ხსენების დღეს.  ანგეა წინასწარმეტყველი გახლდათ თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი. ის მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე VI-V საუკუნეებში.  მას დაუწყის წინასწარმეტყველება აქემენიდთა უმცროსი შტოს წარმომადგენლის, სპარსეთის მეფის, დარიოს I-ის  პირველის ზეობის მეორე წელს. დარიოს პირველი ირანის სახელმწიფოს მართავდა ქრ.შ-მდე 522-486 წლებში. ე. ი. ანგიას წინასწარმეტყველება დაუწყია ქრისტეს შობამდე 520 წელს. არის გადმოცემა, რომ წინასწარმეტყველ ანგიას, და წინასწარმეტყველ ზაქარიას, წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობის დროს დაუწყიათ, იერუსლიმში დაბრუნებამდე, ე. ი. უფრო ადრე, კიროს მეორის მიერ ბაბილონის დაპყრობამდე.  წინასწარმეტყველი უფლის სახელით მოითხოვდა აღდგენილიყო იერუსალიმის ტაძარი. ტაძრის აშენება იერუსალიმში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნებოდა, რა თქმა უნდა.   იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყო ჯერ კიდევ კიროს მეორის დროს. ქრისტეს შობამდე 539 წელს კიროს მეორემ დაიპყრო ბაბილონის სამეფო და სამშობლოდან გადასახლებული ებრაელები და სხვა ხალხები თავის ქვეყნებში დააბრუნა. მისი ბრძანებით ებრაელებს სპარსეთის იმპერიაში, ერთგვარი, „რელიგიური ავტონომიური“ უფლებები მიეცათ. ებრაელთა რელიგია „დაშვებულ, ნებადართულ რელიგიად“ იქნა აღიარებული. მეტიც, კიროს დიდმა სახელმწიფო ხარჯებით დაიწყო იერუსალიმის ტაძრის აღდგენა.   კიროს მეორე გარდაიცვალა ჩვ. წ. აღ-მდე 530 წელს. ტახტზე ავიდა კამბიზ II, რომელიც სპარსეთს მართავდა ჩვ. წ.აღ. 522 წლამდე. მერე ტახტზე ავიდა დარიოს პირველი.    კამბიზ II-ს დროს იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა შეწყდა. ამის მიზეზი იყო სამარიტელთა წინააღმდეგობა. უბრალო ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით მმართველ წრეებს, წინასწარმეტყველი ანგეა მიმართავდა საყვედურით, რომ სახლები გაქვთ, ღმერთის სახლის აშენებაზე კი არ ზრუნავთო. 14 წლის მერე ტაძრის მშენებლობა განახლდა. წინასწარმეტყველი თვითონ ადევნებდა თვალს მის მშენებლობას.   ეს ამბავი შესანიშნავად არის მოთხრობილი ბიბლიაში, რომელსაც დღეს გთავაზობთ, რა თქმა უნდა, კანონიკური, ძველი ქართულით.   ანგია წინასწარმეტყველი  თავი პირველი 

1. მეორესა შინა წელსა დარიოსის ზე მეფისა, მეექუსესა თუესა, ერთსა თჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელი: თქუ ზორობაბელის მიმართ, სალათიილისასა, ტომისაგან იუდაჲსსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა მეტყველმან: 

2. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ერი ესე იტყჳან: არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაჲ. 

3. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისაჲ ესრე მეტყველი: 

4. უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოჴრებულ არს. 

5. და აწ ამას იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დააწესენით გულნი თქუენნი გზათა მათ თქუენთა. 

6. სთესეთ მრავალი და შეიკრიბენით მცირედ. ჭამეთ და არა განძღომად, ჰსუთ და არა სიმთრვალედ, გარემოისხთ და არა განსტეფით მათ მიერ და შემკრებელმან სასყიდელთამან შეიკრიბა ნაკრაულად, განჴურეტილად. 

7. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაისხენით გულთა თქუენთა გზათა მიმართ თქუენთა. 

8. აღვედით მთასა ზედა და მოჰკუეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე, - თქუა უფალმან: 

9. მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი. და მივჰბერე მათ, ამისთჳსა მათ იტყჳს უფალი, ყოვლისა პყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოჴერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თჳსისა. 

10. მისთჳს დაყუდნეს ცაჲ ცუარისაგან და ქუეყანამან დააცადნეს ნაყოფიერებანი მისნი. 

11. და მოვხადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა, და იფქლსა ზედა, და ღჳნოსა ზედა, და ზეთსა ზედა და რაოდენსა გამოიღებს ქუეყანაჲ, და კაცთა ზედა, და საცხოვართა ზედა, და ყოველთა ზედა ტკივილთა ჴელთა მათთასა. 

12. და ისმინა ზორობაბელ სალათელისმან, ტომისაგან იუდაჲსსა, და იისუ, იოსედეკისმან, მღდელმან დიდმან და ყოველთა დანაშთომთა ერისათა ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და სიტყუათა ანგეა წინაწარმეტყუელისათა, ვითარ-იგი გამოავლინა უფალმან ღმერთმან მისმან მათდა მიმართ და შეეშნა ერსა პირისაგან უფლისა. 

13. და ჰრქუა ანგეს ანგელოზმან უფლისამან: არქუ ერსა: მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, 

14.და აღადგინა უფალმან სული ზორობაბელ სალათიილისისა, ტომისაგან იუდაჲსა და სული იიუსუჲსი, იოსედეკიისისა, მღდელისა დიდისა. და სული ყოვლისა დანაშთომთა ერისათაჲ. და შევიდეს და იქმოდეს საქმეთა სახლსა შინა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისასა. 

თავი მეორე  1. მეოცდაოთხესა თთუესა თჳსა მეექუსისა, მეორესა წელსა დარიოსს ზე მეფისა,  2. მეშჳდესა თთუესა ოცდაერთსა თთჳსასა, თქუა უფალმან, ჴელთა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელმან:  3.  თქუ ზორობაბელის მიმართ სალათიელისისა, ტომისაგან იუდასსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა და ყოველთა დანაშთომთა ერისათა მეტყუელმან:  4. ვინ არს თქუენგანი, რომელმან იხილა სახლი ესე დიდებასა შინა მისსა წინაპარსა და ვითარ თქუენ ხედავთ მას აწ, ვითარცა არამყოფსა თქვენ წინაშე?  5. და აწ განძლიერდი, ზორობაბელ! - იტყჳს უფალი, - და განძლიერდი, იოსედეკ, მღდელი დიდი! და განძლიერდინ ყოველი ერი ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, და იქმოდეთ (მით, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი).  6. სიტყვა, რომელი აღგითქუ თქუენ გამოსლვასა თქუენსა ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სული ჩემი დადგა საშუალ თქუენსა, ნუ გეშინინ თქუენ  7. მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე ერთგზის მე შევძრა ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ჴმელი.  8. და თანაშევძრენ ყოველნი ნათესავნი, და მოვიდენ რჩეულნი და რაჲც ყოველთა ნათესავთანი და აღვავსო სახლი ესე დიდებითა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი:  9. ჩემი არს ვეცხლი და ჩემი არს ოქროჲ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,  10. მით, რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და ადგილსა ამას შინა მივსცე მშჳდობა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი (და მშჳდობაჲ სულისაჲ მოურნეობად ყოველსა მგებელსა აღდგინებად ტაძრისა მის).  11. მეოთხესა და მეოცესა მეცხრისა თჳსასა, წელსა მეორესა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა მეტყუელი.  12. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰკითხე მღდელთა შჯული, მეტყუელისა:  13. უკეთუ მიიღოს კაცმან ჴორცი წმიდაჲ მწუერვალსა შინა სამოსლისა მისისასა და შეეხოს მწუერვალსა სამოსლისა მისისასა პურსა ანუ გბოლვილსა, ანუ ღჳნოთა, ანუ ზეთსა, ანუ ყოველსავე ჭამადსა, უკეთუ განწმდესა? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: არა.  14. და თქუა ანგეა: უკეთუ შეეხოს თუ შეგინებული სულსა ზედა ყოველსა ამათგანსა, უკეთუ შეიგინოს? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: შეიგინოს.  15. და მიუგო ანგეა და თქუა: ეგრეთვე ერი ესე და ეგრეთ ნათესავი ესე წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და ეგრეთ ყოვლნი საქმენი ჴელთა მათთანი. და რომელიცა შეეხოს, მუნ შეიგინოს (მისაღებელთათვის მათთა განთიად მსთუათა ლმობილობდენ პირისაგან უკეთურებათა მათთასა და გძულსყე ბჭეთა შორის მამხილებელი.  16. და აწ დაისხენით გულთა შინა თქუენთა ამით დღითგან და წამართ პირველ დადებისა ქვისა, ქვასა ზედა შორის ტაძარსა უფლისასა.  17. ვიეთნი იყვენით, ოდეს შთასთესევდით ურნატად ოცსა სატასა და იქმნა ათი სატაჲ ქრთილი. და შეხჳდოდეთ ტაგარისა მიმართ აღმოვსებად ერგასისთა მართა და იქმნა ოცად.  18. გგუემენ თქუენ ზედა ქარისაგან მხრწნელობისა მიერ, სეტყჳსა მიერ ყოველნი საქმენი ჴელთა თქუენთანი და არ მოიქეცით ჩემდა, - იტყჳს უფალი,  19. და უკუე აწესენით გულნი თქუენნი ამით დღითგან და წამართ მეოთხითგან და მეოცით მეცხრისა თთჳსაჲთ. და დღითგან, რომელსა დაეფუძნების ტაძარი უფლისაჲ. დაისხენით გულთა შინა თქუენთა.  20. უკეთუ მერმე იცნობოს კალოსა ზედა და უკეთუ მერმე ვენაჴი და ლეღჳ, და ბროწეული, და ხენი ზეთისხილისანი არგამომღებელნი ნაყოფისანი, ამით დღითგან ვაკურთხნე.  21. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა, მეოთხესა და მეოცესა თთჳსასა, მეტყუელი:  22. თქუ ზორაბებელის მიმართ სალათელისისა, ტომისაგან იუდაჲსით: მე შევძრა ცაჲ ქუეყანაჲ და ზღვაჲ და ჴმელი.  23. და დავაქცინე საყდარნი მეფეთანი და მოვსპო ძალი მეფეთა, წარმართთა, დავაქცინე ეტლნი და აღმავალნი და შთაჴდენ ცხენნი და აღმავალნი მათნი, თითოეული მახჳლითა ძმისა მიმართ თჳსისა. 24. მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მიგიღო მე შენ, ზორაბაბელ, სალათეელისო, მონაო ჩემო, და დაგდვა შენ ვითარცა აღმონაბეჭდი მით, რამეთუ სათნო გიყავ შენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
0

ავტორი: