14:27:31     27-12-2011
საცივი
მასალა:
1.5 ჩ.ჭ. ნიგოზი
2 კბილი ნიორი
1 დიდი თავი ხახვი
1ლ. ანადუღარი წყალი
1 დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ხარჩოს სუნელი (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი)
წიწაკა, პილპილი, მარილი და მიხაკ-დარიჩინი გემოვნებით
ნიგოზი, ნიორი და ხარჩოს სუნელი დაფქვით ან დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და ბლენდერში ათქვიფეთ. ხახვი წმინდად დაკეპეთ, მოშუშეთ ნიგვზის ზეთში და ასევე ბლენდერში ათქვიფეთ. შეურიეთ წიწაკა, პილპილი, მარილი, მიხაკ-დარიჩინი, ერთი ლიტრი ანადუღარი თბილი წყალი და შედგით დაბალ ცეცხლზე. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ურიეთ ხის კოვზით.
როცა წამოდუღდება, 3-5 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გადმოდგით. ცხლადვე დაასხით მოხარშულ თევზს/მოშუშულ სოკოს/მოხარშულ ხორცს, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.
0