ოფიციალური მონაცემებით, პუტინს „მოკრძალებული“ შემოსავალი აქვს ოფიციალური მონაცემებით, პუტინს „მოკრძალებული“ შემოსავალი აქვს />


  14:15:53     27-12-2011

ოფიციალური მონაცემებით, პუტინს „მოკრძალებული“ შემოსავალი აქვს

a13784.jpg

გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, თურმე, მხოლოდ და მხოლოდ 140 ათას ამერიკულ დოლარს იღებს წლიურ შემოსავლად და ფლობს „პაწაწინა“ ბინას მშობლიურ ქალაქში.

პუტინის ქონება დიდი ხანია განხილვის საგნად იქცა მის ოპონენტებში, კრემლის დიქტატორმა კი საჭიროდ ჩათვალა, საკუთარ შემოსავლებსა და ქონებაზე საუბარი, რის საფუძველზეც, გარკვეულწილად, მეტად არარეალური ტყუილების თქმაც მოუწია.

მისმა ოფიციალურმა დეკლარაციამ, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ რუსეთის პრემიერის შემოსავალი, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე, „მხოლოდ“ 17.73 მილიონ რუბლს შეადგენს, რომელშიც შედის გადასახადები, „კაგებე“-ს პენსია და შემოსავლები საბანკო ანგარიშებიდან.

კრემლის კრიტიკოსებს კი სასაცილოდაც არ ჰყოფნით აღნიშნული დეკლარაცია. ისინი თვლიან რომ ჩინოვნიკების, მით უმეტეს პუტინის შემოსავალი გაცილებით მაღალია. Transparency International-ის მონაცემებით, რუსეთის ფედერაცია ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ითვლება დიდ რვიანში.

ექსპერტების ნაწილის აზრით, მოსალოდნელია, რომ პუტინი, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა და დემონსტარციებისა, რომლებიც ამ უკანასკნელი პოლიტიკოსის 12 წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი უკმაყოფილების ტალღაა, ოთხ მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც „გაიმარჯვებს“, მაგრამ ეს ისევე უსამართლო გამარჯვება იქნება, როგორც 4 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნებში, „ედინაია როსიას“ გამარჯვებაა.

ძველი ავტომობილები...

პუტინი, რომელიც ჩვეულებრივ ბრონირებული სახელმწიფო, „მერსედესის“ მარკის ავტომობილებით გადაადგილდება, ფლობს რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის „ვოლგას“ ორ ძველ მოდელსაც. ასევე, მას 2009 წელს გამოშვებული „ლადაც“ ჰყავს.

ამასთნავე, რუსეთის პრემიერ–მინისტრს, სანკტ-პეტერბურგში აქვს 78 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა და მიწის ნაკვეთი მოსკოვთან ახლოს.

პუტინი ფლობს ბანკ „სანკტ-პეტერბურგის“ აქციებს, რომლებიც ამ დროისათვის შეფასებულია 510 დოლარად. პრემიერ–მინისტრის მეორე ნახევარს, ლუდმილას, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე არავითარი შემოსავალი არ ჰქონია, მაგრამ მისი საბანკო ანგარიში 8.4 მილიონი რუბლისგან შედგება.

პუტინის პრეს-ცენტრი უარყოფს ყოველგვარ „ბრალდებას“, მის შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლებიც სპეკულაციას გულისხმობს. ისინი აღნიშნავენ, რომ პრემიერ–მინისტრს არავითარი კავშირი არ აქვს ბუნებრივი აირისა დ ნავთობის, ქვეყნიდან უკანონო ექსპორტთან, თუმცა, რეალური სურათი ყველამ მშვენივრად იცის.

0

ავტორი: