13:10:44     26-12-2011
შემწვარი ქათამი პომიდვრით
მასალა:
1 ცალი ქათამი
3-4 სუფრის კოვზი კარაქი
1 კილოგრამი პომიდორი
3 ცალი კვერცხი
მარილი გემოვნების მიხედვით
მწვანილი
ქათამი ჩვეულებრივი წესით შევწვათ ტაფაზე. თუ სიმსუქნე აკლია დავუმატოთ კარაქი. როდესაც ქათამი ორივე მხრიდან კარგად შეწითლდება, გადმოვიღოთ, ტაფაში კი ჩავაჭრათ გაფრცქვნილი მწიფე პომიდვრები და კარგად მოვშუშოთ. შემდეგ ჩავასხათ 3 ცალი ათქვეფილი კვერცხი, დავუმატოთ მარილი. ცოტა ხნის შემდეგ ტაფა გადმოვდგათ. მოგრძო თეფშის შუა ადგილას დავასხათ კვერცხნარევი პომიდორი და ირგვლივ შემოვუწყოთ დაჭრილი ქათამი. სურვილისამებრ შეკაზმეთ მწვანილით.
0