12:53:11     26-12-2011
ნდობის ჯგუფის სხდომა
თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია პარლამენტის ნდობის ჯგუფს შეხვდა. მიმდინარე წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა, ნდობის ჯგუფის წევრებმა დაფინანსების ზრდის მიზეზებისა და დანამატის ხარჯვითი მიზნების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრისგან მიიღეს. “გვქონდა საუბარი უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხებზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მიმდინარე შესყიდვები, რომელიც განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. “ნდობის ჯგუფის ინტერესს წარმოადგენდა მიგვეღო დეტალური ინფორმაცია თუ რაში დაიხარჯებოდა თავდაცვის ბიუჯეტის მომატებული თანხები ამ თვალსაზრისით გასაკვირი არავისთვის იქნება თუკი ვიტყვით, რომ შეიარაღება, აღჭურვილობა არის მიმართულება საიმისოდ რომ ჩვენი ჯარი იყოს ქმედუნარიანი.” განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტარმა გიორგი თარგამაძემ. თარგამაძის ინფორმაციით არის მთელი რიგი საკითხები რომელიც საჯარო განხილვას არ ექვემდებარება, მაგრამ ინფორმაცია რომელიც ამ ეტაპზე აინტერესებდათ ამომწურავად მიიღეს.
mod.gov.ge
0