11:19:47     26-12-2011
„მტრული დასავლეთი“ - რუსული სატყუარა ხალხს, ჩინოვნიკებისთვის კი საყვარელი „მტრის ბანაკი“

კრემლის რიტორიკა დუმის არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმდინარე ხმაურიანი აქციების მიმართ, გაჯერებულია საფრთხეებით, რომ რაც ხდება, ხდება იმ უცხური ძალების რეჟისორობითა და სპონსორობით, რომლებსაც რუსეთში დესტაბილიზაცია სურთ.
ყველაზე შორს წავიდა „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს წევრი, ევგენი ფეოდოროვი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთში 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებენ ფულს.
რუსი ჩინოვნიკები,
ასე რომ
აკრიტიკებენ უცხოეთს,
სრულიადაც არ
არიან წინააღმდეგნი, თავადვე
ისარგებლონ და
ისიამტკბილონ დასავლეთის
ცივილიზაციით, წერს
ზოგიერთი რუსული
გამოცემა: ისინი
ყიდულობენ უძრავ
ქონებას, ისვენებენ
ყველაზე პრესტიჟულ
კურორტებზე, აბანდებენ
ფულს საზღვარგარეთის
აქტივებში. ანუ,
ისინი დამოკიდებულნი
არიან მათთვის
საძულველ დასავლეთზე
და ძნელი წარმოსადგენია,
უცხოურ ბანკებში
პირად ანგარიშებზე
დაბანდებული ფული
რამეში გაცვალონ.
არსებობს მონაცემები, რომლის
თანახმადაც, რუსეთიდან,
საზღვარგარეთ, არალეგალურად,
ყოველწლიურად 300 მილიარდი
დოლარი გაედინება
და თეთრდება.
ხელისუფლების მიერ რიგითი ადამიანებისათვის გადაგდებული სატყუარით, რომ დასავლეთი მტერია, ჩინოვნიკები ხეირობენ. თუმცა, ზოგიერთი რუსი ექსპერტი ამაში ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემასაც ხედავს, ანუ რისკს, რომ სწორედ ამ ჩინოვნიკებს შეუძლიათ საბანკო ანგარიშებისა და უზრუნველყოფილი ოჯახების გამო, დასავლეთის ინტერესებს ემსახურონ. და ამას არგუმენტაციაც აქვს:
ჩინოვნიკები იოლად ანდობენ უცხოეთს ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ – საკუთარ შვილებს. იმ რუსული ფირმების ხელმძღვანელების შეფასებებით, რომლებიც ოკეანისგაღმა პრესტიჟულ სასწავლებლებში რუსი ბავშვების მოწყობას უზრუნველყოფენ, ამბობენ, რომ მათი კლიენტების ნახევარი, სახელმწიფო მოხელეების შვილები არიან. თავად სახელმწიფო მოხელეები ამაზე საუბარს გაურბიან. ეს კი, უკიდურეს შემთხვევაში, არაპატრიოტულად გამოიყურება, - ასკვნიან ექსპერტები.
ჩინოვნიკები მალავენ, მაგრამ ბევრი ისტორია, შემდეგ, სკანდალურად ხმაურდება ხოლმე. ასე იყო ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჟუკოვის ვაჟის შემთხვევაშიც. პეტრე ჟუკოვი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მთვრალ მდგომარეობაში ჩხუბში დაადანაშაულა. ლონდონის სასამართლომ მას 14-თვიანი პატიმრობა და მსხვილი ფულადი ჯარიმა შეუფარდა. ამის შემდეგ, რუსულმა მედიამ ვერაფრით ვეღარ შეიტყო, მოიხადა თუ არა სასჯელი ჟუკოვის შვილმა, ექსპერტები კი ამბობენ, რომ ფაქტი, როცა ბევრი ჩინოვნიკის შვილი და ოჯახი უცხოეთში ცხოვრობს, ნიშნავს, რომ ეს მოხელეები ძალიან არიან დამოკიდებულები დასავლეთზე. რუსი ჩინოვნიკები ფულის ე.წ. გათეთრების ცნობილი სპეციალისტები არიან. ხოლო თუ მათ საზღვარგარეთ ამ დანაშაულს აღმოუჩენენ, ისევ და ისევ ფულის გამო, იძულებული გახდებიან, ნებისმიერ პირობას დათანხმდნენ.
ბოლო მონაცემებით,
ყოველწლიურად, რუსეთიდან
საზღვარგარეთ 300 მილიარდი
დოლარი გაედინება
არალეგალურად, რომელიც
შემდეგ თეთრდება.
აქ უდიდესი წილი
ჩინოვნიკების კორუფციული
ფულია.
უკანასკნელი ხმაურიანი
საქმე რუსი
ჩინოვნიკების მიერ
ფულის გათეთრებისა,
რამდენიმე კვირის
წინ გახმაურდა.
გერმანიის პროკურატურამ
განაცხადა.
რომ იძიებს
კოლოსალური
რაოდენობის ფულის
გათეთრების საქმეს, რუსეთის
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კავშირგაბმულობის
ყოფილი მინისტრთან
ლეონიდ რეიმანთან
დაკავშირებით. მას
პუტინის უახლოეს
მეგობრად მიიჩნევენ.
დასავლეთი ამბობს, რომ რუს ჩინოვნიკებზე მას ბევრი მონაცემები არ აქვს, მაგრამ რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ დასავლეთი „კეკლუცობს“ და ყველა სვლა იქ დიდი ხანია გაწერილია – ამბობს კირილ კაბანოვი. პრობლემა ისაა, რომ დემოკრატიული ფასეულობების ერთგულების მიუხედავად, დასავლეთს ამ საკითხისადმი ორმაგი სტანდარტი აქვს: ის დაინტერესებულია იმ კოლოსალური სახსრებით, რომელიც ჩინოვნიკებს რუსეთიდან გააქვთ. უკანასკნელი შეფასებებით, დასავლეთში დღეს კონცენტრირებულია ჩინოვნიკების მიერ მოპოვებული 1,5 ტრილიონ დოლარამდე სახსრები. ეს ფული ხომ დასავლეთის ეკონომიკაზე მუშაობს. მაგრამ რაზე მუშაობენ თავად რუსი ჩინოვნიკები?
ისინი აბსოლუტურად უკონტროლოდ გადაადგილებიან მთელს მსოფლიოში. საუბარია მათზე, ვისაც მნიშვნელოვან და საიდუმლო დოკუმენტებზე მიუწვდება ხელი. მაგალითად, 2009 წელს, ჟურნალისტებმა კურშეველში მიაგნეს დასასვენებლად მყოფ სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის დირექტორს, არმიის გენერალს, ევგენი მუროვს. ეს ის ადამიანია, ვინც სახელმწიფოს პირველი პირების უსაფრთხოებაზე იღებს პასუხისმგებლობას. ამიტომ რუსეთის საზოგადოებაში გაოცებას იწვევს, როცა ხელისუფლება დღედაღამ აცხადებს, რომ რუსეთს მტრები ახვევია გარს, რომლებიც ფერადი ტექნოლოგიებით არიან შეიარაღებულნი, რატომ მიდიან „მტრის ბანაკში“ დასასვენებლად და იქაური კომფორტის შესაფრძნობად ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობის პირები?
და ეს მაშინ, როცა მაგალითად, ცნობილი გახდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის შესახებ, რომელსაც არანაირ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე არ მიუწვდება ხელი, რომ ის ვერ იღებს უცხოეთის პასპორტს. არადა, ამ ადამიანის მშობლები ლიტვაში ცხოვრობენ, სადაც ის, უკვე, წლებია ვერ ჩასულა.
ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი აკრძალვები გაუსვლელობის შესახებ, მით უფრო, „დაბალი დონეებისათვის“, საბოლოო ჯამში, მაინც არქაულად გამოიყურება, რადგან დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების წყალობით პრობლემას არ წარმოადგენს, მაგალითად, საჭირო ინფორმაციის ერთ წამში გადაცემა მოსკოვიდან ვაშინგტონში. თუმცა, უცხოეთში „გამოჭერილ“ მაღალი თანამდებობის პირებს რეალური ზიანის მიყენება შეუძლიათ ქვეყნისათვის.
დღეს რუსეთის ხელისუფლება განწყობილია იმაზე, რომ ფული აქ გამოიმუშაოს და გადაგზავნოს იქ, სადაც ცხოვრების უფრო კომფორტული პირობებია. მათთვის ესაა მთავარი ფასეულობა და ცხოვრების აზრი. ბუნებრივია, ამ ყველაფრის დაკარგვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ისინი დასავლეთთან ნებისმიერ გარიგებაზე წავლენ. აქ საუბარია ფედერალური მინისტრების დონის პირებზე, რომლებსაც უფრო დიდი ზინის მიყენება შეუძლიათ, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფულგადახდილ ათასობით აგენტს, რომელიც ხელისუფლებას ოპოზიციის მიტინგებზე ელანდება, - ამბობენ ექსპერტები.
0