მსოფლიო კინოს მშვენება - სოფი ლორენი მსოფლიო კინოს მშვენება - სოფი ლორენი />


  08:23:00     23-12-2011

მსოფლიო კინოს მშვენება - სოფი ლორენი

a13679.jpg

სოფია შალკონე 1934 წლის 9 სექტემბერს რომში, უპოვართა სამშობიაროში დაიბადა. დედამისი-რომილდა ვილანი ქმარმა ორ შვილთან ერთად მიატოვა. წასვლისას კი დაიბარა, რომ სიღარიბეს გაექცა. უკეთესი ცხოვრების იმედით, რომილდა თავის ორ გოგონასთან ერთად ნეაპოლის გარეუბანში-პოლუოციოში გადასახლდა. თუმცა საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ ოდნავადაც არ გამოუსწორა ოჯახს ეკონომიკური მდგომარეობა. წლების მანძილზე სოფიასა და მისი დის ოცნებები მხოლოდ წესიერი საკვებით და რამდენიმე სათამაშოთი შემოიფარგლებოდა. თუმცა 9 წლის ასაკში, როცა თეატრში პიესა „ფილუმენა მონტურანო“ ნახა, სოფიამ დაიფიცა, რომ ტყუილად არასდროს არაფერზე იოცნებებდა, უფრო მეტიც: ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ მსახიობი გამხდარიყო და ოდესმე თავადაც ეთამაშა ფილუმენას როლი.

პატარა სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ.სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად კბილის საჩიჩქნ ჯოხს ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა. სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო.დედამ სოფია ნეაპოლის სილამაზის კონკურსზე გაუშვა. სცენაზე სოფია ვარდისფერი ფარდისგან შეკერილი კაბით და თეთრად შეღებილი ძველი ჩექმებით გამოვიდა. კონკურსის ჯიური მოიხიბლა 15 წლის ლამაზი გოგონას გარეგნობით და სოფიამ მეორე ადგილი მოიპოვა.საჩუქრად მას გადასცეს შპალერის რამდენიმე რულონი, სამზარეულოს მაგიდის სუფრა, 23 ათასი ლირა (35 დოლარი) და რომამდე მატარებლის უფასო ბილეთი.ასე აღმოჩნდა სოფია ოცნების ქალაქში...

სოფია რომში ერთ ჯადოსნურ დღეს ცნობილმა პროდიუსერმა კარლო პონტიმ შეამჩნია და კინოსინჯზე მიიწვია. ვერდიქტი: ცხვირი დაიმოკლოს და რამდენიმე კილოგრამი დაიკლოს. მიუხედავად იმისა, რომ სოფია სამუშაოზე ოცნებობდა, გარეგნობაში კორექტივების შეტანაზე მტკიცე უარი განაცხადა. თან ფილმში გადაღება უნდოდა, თან  თავისი ცხვირის ყოველი მილიმეტრის შენარჩუნება. ფარ-ხმალი არ დაუყრია. დილით ადრე დგებოდა. რამდენიმე საათს სარკესთან ატარებდა, იპრანჭებოდა და მერე პონტის სამსახურში გარბოდა. მდივანი მას პონტისთან შეხვედრაში ეხმარებოდა. ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწია. პონტიმ მთავარი როლი შესთავაზა ფილმში აფრიკა ზღვების ქვეშ. პონტის არ მოეწონა მისი იმდროინდელი გვარი "შიკოლონე". სოფის გვარის შეცვლა არ გაჭირვებია და სოფი "ლორენი"დაირქვა.

მალე სოფი ლორენის ტალანტით მოხიბლულმა კარლო პონტიმ მოამზადა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ცნობილი რეჟისორი ვიკტორიო დე სიკა ვალდებული იყო სოფი ლორენის მონაწილეობით წელიწადში თითო ფილმი გადაეღო. ამასთან, სოფის ნიცჰით დაინტერესდნენ სხვა ცნობილი რეჟისორებიც. ფილმებმა „გუშინ, დღეს, ხვალ“, „ქორწინება იტალიურად“ სოფის დიდი პოპულარობა, ხალხის უზარმაზარი სიყვარული და სტაბილური შემოსავალი მოუტანა. პონტი ჭკვიანი, გამოცდილი, ძლიერი კაცია - ამბობდა სოფი. ამასთან ერთად ის იყო მასზე 22 წლით უფროსი სოფიზე და ცოლ-შვილიანი, მაგრამ რას გაუგებ სიყვარულს.. ლორენმა იცოდა, კაცის გულის და ამიტომ სადილად მიიწვია. შესანიშნავი საღამო გამოუვიდა. ყველაფერს ერთი "პატარა" დეტალი აფუჭებდა: ოქროს რგოლი კარლოს არათითზე. კარლო სოფის ისეთ ბანალურ ანკესზე წამოეგო, როგორიც ეჭვიანობაა. ლორენმა აეჭვიანა, ესეც ადგა და ცოლს გაშორდა.

სოფი ლორენმა დაამარცხა ავადმყოფობა, სიღარიბე, შიმშილი, ბოლოს და ბოლოს  კარლოს ცოლიც, მაგრამ ვატიკანთან ვერაფერს გახდა. კათოლიკური წესით, მეორე ქარწინება მრავალცოლიანობად და შესაბამისად  ცოდვად ითვლებოდა, კარლო  დიდ ცოდვილად. მორწმუნე იტალიამ ცნობილ მსახიობსა და პროდიუსერს ბოიკოტი გამოუცხადა.კარლო მაინც გაეყარა ცოლს და დაქორწინდა სოფიზე. სოფი ლორენმა დაამარცხა ავადმყოფობა, სიღარიბე, შიმშილი, კარლოს ცოლი და ვატიკანი ! სოფი 1969 წელს დედიკო გახდა..მას და კარლოს პირველი ბავშვი,ვაჟი შეეძინათ...4 წლის შემდეგ კი მეორე ვაჟი - ედუარდი გააჩინა.პირველი ვაჟი ცნობილი დირიჟორი გახდა, მეორე - რეჟისორი.

წყარო

0

ავტორი: