სამარხვო ბლინები სამარხვო ბლინები />


  06:46:30     23-12-2011

სამარხვო ბლინები

a13670.jpg

მასალა:

1/2 ჩ.ჭ. ფქვილი

    1 ჩ.ჭ. ანადუღარი წყალი

    1 ს.კ. ზეთი

    სასურველი ხილის ჯემი

    ზეთი შესაწვავად

თბილ წყალს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შეაზილეთ ფქვილი ისე, რომ თხელი არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ. ცხელ ტაფაზე მოზრდილი კოვზით დაასხით ცომი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მასზე თანაბრად გაიშალოს. ბლინი შეწვით მხოლოდ ცალი მხრიდან და გადმოიღეთ. ასე ამზადეთ ბლინები მანამ, სანამ ცომი გეყოფათ.

თითოეული ბლინის შემწვარ მხარეს სუფრის კოვზით დადეთ ჯემი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და შეწვით ყველა მხრიდან.

0

ავტორი: