11:02:08     22-12-2011
ხამრაში
მასალა:
170 გ. ცხვრის ხორცი
35 გ. ხორბლის ფქვილი
1-4 ცალი კვერცხი
10 გ. ღვინის ძმარი
20 გ. თეთრი ლობიო
20 გ. ქინძი
20 გ. ხახვი
მარილი, პილპილი და 1 გ. გამხმარი პიტნა.
ხორცისა და ხახვისაგან მოვამზადოთ ფარში და გავაკეთოთ პატარა გუნდები. ლობიო მოვხარშოთ ცალკე. მოვზილოთ უმარილო მაგარი ცომი, გავაბრტყელოთ 1 მმ სისქის ფენად, დავჭრათ 5 სმ სიგანის ნაჭრებად და გავაკეთოთ ატრია. ლობიოს ნახარშში ჯერ მოვხარშოთ ხორცის გუნდები, შემდეგ დავუმატოთ ატრია და მოხარშული ლობიო. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი. მაგიდასთან მიტანის წინ დავუმატოთ ხმელი პიტნა, ცალკე მივიტანოთ ღვინის ძმარი.
0