20 წლის ახალგაზრდას ორი პირის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი 20 წლის ახალგაზრდას ორი პირის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი />


  15:01:07     21-12-2011

20 წლის ახალგაზრდას ორი პირის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

a13616.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 წლის გიორგი ბაიდოშვილი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 16 წელს გაატარებს. მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება.

გიორგი ბაიდოშვილმა აღნიშნული დანაშაული ურთიერთშელაპარაკების შემდომ ჩაიდინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმის მასალების მიხედვით: “2011 წლის 2 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე გიორგი ბაიდოშვილი  მეგობრებთან ერთად თბილისში, ყაზბეგის გამზირზე იმყოფებოდა. ახალგაზრდებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათთვის უცნობ პიროვნებებთან კონფლიქტი მოუვიდათ, რომელიც მალევე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს, გიორგი ბაიდოშვილმა, თანნაქონი დანით, გულმკერდისა და მუცლის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანება გიორგი ჩ.-ს და ოლეგ მ.-ს მიაყენა. მომხდარი ინციდენტით შეწუხებული მოქალაქეები დროულად დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას. გიორგი ბაიდოშვილმა და მისმა თანხმლებმა პირებმა საპატრულო ბრიგადების მოსვლამდე მოახერხეს დანაშაულის ადგილიდან მიმალვა. სასაწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, ექიმებმა გიორგი ჩ.-ს და ოლეგ მ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.’’

ღია სასამართლო სხდომაზე, გიორგი ბაიდოშვილმა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით ისარგებლა.  მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალება დადასტურებული იქნა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ყველა გარემოებათა სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, გიორგი ბაიდოშვილი  დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

0

ავტორი: