14:50:28     21-12-2011
ComFut - ესპანური მომავლის ჯარისკაცის ეკიპირება.
კომპანია EADS-ის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამხედრო ეკიპირება, სახელწოდებით ComFut, განსხვავებულ პირობებში ამა წლის ბოლომდე გამოიცდება.
ეკიპირებაში შედის პორტატიული კომპიუტერი, საშუალებით ჯარისკაცი რუკაზე თავის ადგლიმდებარეობაზე, ტაქტიკურ ვითარებაზე პოტენციურ საფრთხეებზე მიიღებს ინფორმაციას. ასევე, სამიზნეზე დასამონტაჟებელი ინფრაწითელი კამერაც, რომელიც ჯარისკაცს ჩაფხუტზე დამონტაჟებულ დისპლეიზე გადასცემს გამოსახულებას და გაუადვილებს ღამით მოქმედებას. უახლეს ეკიპირებას ასევე ექნება ვენტილაციისა და თერმორეგულირების სისტემები, რომლებიც ესპანელ ჯარისკაცებს პაპანაქება სიცხესა თუ დიდ ყინვაშიც თავს კომფორტულად აგრძნობინებს.
armada.ge
0