ავთო მარგიანმა და ვალერი კვარაცხელიამ ივანიშვილს ერთგულება წერილობით დაუდასტურეს ავთო მარგიანმა და ვალერი კვარაცხელიამ ივანიშვილს ერთგულება წერილობით დაუდასტურეს />


  13:39:29     21-12-2011

ავთო მარგიანმა და ვალერი კვარაცხელიამ ივანიშვილს ერთგულება წერილობით დაუდასტურეს

a13611.jpg

პოლიტიკური კავშირის „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ავთო მარგიანი ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლუსის გაჩენას ოლიგარქი ივანიშვილის სახით, დადებითად აფასებს. მარგიანის აზრით, ივანიშვილის საქმე არ არის პოლიტიკა, მას სურს ქვეყნის გადარჩენა და ეს პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. მარგიანი „პრესა.ჯი“– სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის ამ დღეებში აპირებს ბიზნესმენს შეხვდეს და თავისი მოსაზრებები გააცნოს. „პრესა.ჯი“ ავთანდილ მარგიანს  ესაუბრა. 

– როგორ აფასებთ  ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში? 

–  რა თქმა უნდა დადებითად. მე ძალიან კარგი აზრის ვარ ამ  კაცზე. მას აქვს კეთილსინდისიერად ნაშოვნი ფული და ახლა უნდა ეს კაპიტალი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმაროს. 

– ივანიშვილის გარემოცვაზე რას ფიქრობთ?

– ფუტკარს ბევრი ბუზი ეხვევა მოგეხსენებათ. რომ ბზუიან, არ ნიშნავს, რომ მათი ნაყოფი თაფლია. ალასანია კარგი კაცია და მე მამასისსაც ვიცნობდი. რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, ისინი არაეროვნულ საქმეს აკეთებენ, რაც მათი პარტია არსებობს, არცერთ ეროვნულ საქმეში, არცერთ ეროვნულ პროექტში, ისინი არ მინახავს. 

– თუმცა ახლა ცდილობენ „ქართული ოცნება“ აიხდინონ... 

–  შეიძლება გამოსწორდნენ. ან შეიძლება ივანიშვილს სურს ისინი სწორ გზაზე დააყენოს. ივანიშვილი შექმნის ძალიან კარგ გუნდს, ამისთვის ჩვენ ყველა მას გვერდში დავუდგებით. 

–  აპირებთ  ბიძინა ივანიშვილის გუნდში ყოფნას? 

– რატომ არ ვაპირებ?  ამ დღეებში ვგეგმავ, შევხვდე მას და გავაცნო ჩემი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ვიყავი კიდეც მისული ფილარმონიაში. თუმცა შემდეგ რაღაც პრობლემა მქონდა და სხვაგან წასვლა მომიწია, თორემ მე შევიდოდო და შევხვდებოდი მას.

ბიძინასთან შეხვედრა, ეს არის ერის გვერდში დგომა. მე და ვალერი კვარაცხელია ხომ ძმები ვართ და ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ივანიშვილს გავაცნობთ. ჩვენი ყველაზე დიდი ლოზუნგი ასეთია: რუსეთი ჩვენი ერთგული ძმა და მეგობარია და რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლად არანაირი საკითხი არ გადაწყდება“. 

– ვისი ინიციატივით მოხდება შეხვედრა და ოლიგარქს მხოლოდ თქვენ შეხვდებით თუ ვალერი კვარაცხელიაც?  

– ვალერი იქ არის ხოლმე. 

– სად? 

– ფილარმონიაში ხომ იყო კაცო. 

– დიახ, მაგრამ პერსონალურ შეხვედრზე გეკითხებით... 

– ჯერ ბიძინა ალაგებს სიტუაციას. ჩვენ მას გავუგზავნეთ წერილი და ვუთხარით,  რომ  გვერდში დავუდგებით. 

– რას ეტყვით შეხვედრაზე ბიზნესმენს?

– მადლობას ვეტყვი. ჩემი გამოცდილებიდან ვეტყვი ამბებს და დავიწყებ სულ თავიდან, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული. ერთი გმირი და რაინდი თუ გამოჩნდა, ხომ იცით, რომ შემდეგ ბევრი ლაჩარი ეხვევა თავს? ამიტომ ამაზეც დაველაპარაკები.

0

ავტორი: