რუსებმა ინდოელთა წმინდა წიგნი ექსტრემისტულ ლიტერატურად გამოაცხადეს რუსებმა ინდოელთა წმინდა წიგნი ექსტრემისტულ ლიტერატურად გამოაცხადეს />


  23:23:13     20-12-2011

რუსებმა ინდოელთა წმინდა წიგნი ექსტრემისტულ ლიტერატურად გამოაცხადეს

a13549.jpg

რუსეთში მცხოვრები კაზაკები მილიონიანი აქციებით იმუქრებიან. ამის მიზეზი, კაზაკთა ორგანიზაციების წესდებაში, მართლმადიდებლური აღმსარებლობის შესახებ ჩადებული პუნქტი გახდა, რომელიც რამდენიმე რუსმა პროკურორმა, ექსტრემისტულ პუნქტად მიიჩნია და კაზაკებს მისი წესდებიდან ამოღება მოსთხოვა.

სტავროპოლელმა პროკურორმა იუნიკოვმა, უკვე მოაწერა ხელი კაზაკთა წესდებიდან იმ წინადადების ამოღებას, რომელიც ამბობს, რომ კაზაკთა ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ მართლმადიდებელი და მხოლოდ მათგან შეიძლება იყოს არჩეული ატამანიც.

კაზაკები პროკურორის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და მიანიშნებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ისედაც საკმარისი პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით - მოსკოვში თუ კავკასიის რეგიონში და ზედმეტი თავის ატკიება ახლა არახელსაყრელია.

„თუ მე წესდებიდან ამოვიღებ ყველაზე მთავარ სიტყვებს, როგორღა ჩავხედო თვალებში კაზაკებს?“ - ამბობს ერთ-ერთი ატამანი.

წესდების ჩასწორების ბრძანება, ნეფტეკუმსკის რაიონის რეგისტრირებულმა კაზაკებმაც მიიღეს.
როგორც კაზაკთა ფორმირებების წარმომადგენლები იუწყებიან, პროკურორების მსგავსი ჩარევის შესახებ ცნობები, ძალიან ბევრი ორგანიზაციიდან მიიღეს. მათ აინტერესებთ, ვინ გასცა კაზაკთა პრინციპების ხელყოფის სანქცია ყველა ფრონტზე. მით უმეტეს, მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ კაზაკები თვით მედვედევმა დააჯილდოვა.  მათ გაერთიანება დაიწყეს, ძალას იკრებენ და ვიღაცას ამ პროცესის ხელის შეშლა დასჭირდა.  იმათ ხომ არა, ვისაც ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობის გარანტიებისთვის ხელშემწყობი კაზაკები არ აწყობს? - კითხულობენ კაზაკებთა ატამანები.

ვითარება უკვე იმდენად დაძაბულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ქვეყანაში, მალე, ახალი საპროტესტო ტალღა მიიღოს. სხვადასხვა მონაცემებით, დღესდღეობით, რუსეთის ტერიტორიაზე 7 მილიონამდე კაზაკი ცხოვრობს. ატამანები უკვე მილიონიანი მიტინგებით იმუქრებიან და ამ მუქარაში პოლიტიკური „ნოტებიც“ იკითხება:

„მოთმინების ფიალა ივსება. გვესმის, სადაც ვცხოვრობთ. გვესმის, რომ კავკასიაში ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიების განვითარებამ, - რაც პრეზიდენტისა და სადეპუტატო სავარძლების მოპოვებისათვის ბრძოლაში  გამოიყენება, შეიძლება სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს. მაგრამ როგორ შევიკავოთ ემოციები, როცა  კაზაკთა კომიტეტების საპროტესტო განცხადებებში არის სიმართლის მარცვალი?  ჩვენ კარგად ვიცით, როგორი მეთოდებით მიაღწია უმრავლესობამ გამარჯვებას დეკემბრის არჩევნებში. ვხედავთ, როგორ ისჯებიან ზოგნი მცირედი შეცდომისათვის, ზოგს კი სერიოზულ დანაშაულებს პატიობენ. ვიღრჩობით კორუფციისგან, ძალოვანი, ჩინოვნიკური და ოლიგარქიული განუკითხაობისგან. და მაინც ვცდილობთ ავიყვანოთ თავი ხელში, გვახსოვს რა მენტალიტეტი ხალხისა, რომელიც ჩვენს რეგიონში ცხოვრობს, რომ ვითარება აქ, ფერადი რევოლუციების გარეშეც ძალიან დაძაბულია. მაგრამ როდემდე გვეყოფა მოთმინება, თუკი ყოველივე ზემოთქმულთან ერთად იქნება მცდელობა - აღიკვეთოს ჩვენი პრინციპები? როცა ცდილობენ წაგვართვან სულირება, პროვოცირებას ახდენენ გადავდგათ ადექვატური ნაბიჯები. პროკურატურის ქმედება უკვე შეფასებულია იმ საფუძვლად, რომელიც ჩვენ ქუჩაში გასვლის უფლებას გვანიჭებს, რათა ჩავატაროთ სანქცირებული მიტინგი, რომელიც რამდენიმე მილიონ კაზაკს შეკრებს“ - ასეთია განრისხებულ კაზაკთა რეაქცია.

ექსტრემიზმთან ბრძოლა რუსეთში იმდენად საინტერესო ხასიათსა და მასშტაბებს იძენს, რომ მასზე რამდენიმე დღის წინ რუსი და ინდოელი ლიდერებიც კი  მსჯელობდნენ.  ამჯერად, საქმე ინდუიზმის წმინდა წიგნსა და ინდუისტური ფილოსოფიის მთავარ არსს - „ბჰაგავატ-გიტას“ ეხება, რომელიც რუსეთში, ასევე, ექსტრემისტულ ლიტერატურად მიიჩნიეს. ამის გამო ინდოელი დეპუტატები აღშფოთდნენ, კალკუტაში რუსეთის საელჩოსთან აქციაც ჩატარდა.

საქმე იმდენად შორსაა წასული, რომ ტომსკის სასამართლომ უკვე მესამე სხდომა ჩაატარა „ბჰაგავტ-გიტას“ ექსტრემისტული ლიტერატურის ნუსხაში შეტანის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესის ინიციატორი, ამჯერადაც პროკურატურაა.

„ბჰაგავატ-გიტა“ არასოდეს, არსად, ჯერჯერობით, არ აკრძალულა. ტომკსის ინიციატივა პირველია. ტომსკელი კრიშნაიდები თვლიან, რომ „ფსბ“-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, რუსული ეკლესიის ხელი ურევია, რომელიც მათ სექტად მიიჩნევს.

0

ავტორი: