14:54:53     20-12-2011
სერჟანტთა მომზადების “ძირითადი” კურსი დასრულდა
სერჟანტთა მომზადების სკოლაში “ძირითადი” კურსი დასრულდა. სწავლების დასრულების საზეიმო ცერემონია თელავში, ერეკლე II სახლ-მუზეუმში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. წვრთნები 15 აგვისტოს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერჟანტთა სკოლის ინსტრუქტორებმა შეიარაღებული ძალების 125 სამხედრო მოსამსახურე მსუბუქი ქვეითი სპეციალობით მოამზადეს. მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. სწავლება ორ - საინსტრუქტორო და სამეთაურო ეტაპებად განხორციელდა. კურსის განმავლობაში სერჟანტებმა ფიზიკური, სამწყობრო, საცეცხლე და სამეთაურო მომზადება გაიარეს. მათ ასევე დღის და ღამის ნავიგაცია და ქვეითთა ტაქტიკური მომზადება შეისწავლეს.კურსის დასრულების შემდეგ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდნენ.
mod.gov.ge
0