ყველაზე ახალგაზრდა ტენორი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ტენორი მსოფლიოში />


  13:47:11     20-12-2011

ყველაზე ახალგაზრდა ტენორი მსოფლიოში

a13534.jpg

ამორი ვასილი ფრანგი მომღერალი და ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ტენორია მთელ მსოფლიოში. მისმა სადებიუტო ალბომმა "Vincero" 2009 წელს ორმაგი პლატინის დისკი მიიღო და გამოიცა მსოფლიო მასშტაბით.

ვასილიმ სიმღერა 9 წლის ასაკში დაიწყო და დედის რჩევით რუანის სამუსიკო სკოლაში შევიდა. 14 წლის ასაკში ამორიმ პირველად გაიმარჯვა სიმღერის კონკურსში "ამსტერდამი". 2004 წელს ამორიმ პირველი ადგილი აიღო როგორც ფრანგული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელმა.

ამორი ცნობილი თავისი სადებიუტო ალბომით "Vincero" გახდა ცნობილი, რომელმაც რამდენიმე პლატინის დისკი მიიღო. მისი მეორე ალბომი "Cantero" 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა. ვასილი თავის მუსიკას უწოდებს ლირიკულ პოპს.

2011 წლის მარტში, ჟურნალთან "Gala" ინტერვიუში ამორიმ განაცხადა, რომ უკვე 4 წელია ხვდება გოგონას, რომლის სახელია სტეფანი.

ევროვიზიის კონკურსზე, ამორიმ თავისი სიმღერით, "Sognu" მიიღო მონაწილეობა. სიმღერა კორსიკულ დიალექტზეა დაწერილი. მომღერალმა მე-11 ადგილი დაიკავა, 82 ქულით.

0

ავტორი: