მსოფლიოს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ადამიანები მეგობრები არიან მსოფლიოს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ადამიანები მეგობრები არიან />


  16:19:45     19-12-2011

მსოფლიოს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ადამიანები მეგობრები არიან

a13487.jpg

ისტორიულ ცნობებს, მითებსა და ლეგენდებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საუკუნეების  მანძილზე, გვერდიგვერდ მშვიდად ცხოვრობდნენ „გიგანტი“  და ცეროდენა ადამიანები. თანამედროვე ცხოვრებაში კი, შემორჩენილი კომპლექსებიც გადალახულია.

დღეს, არც გიგანტური სიმაღლის მქონე ადამიანს და არც ცეროდენას იმის პრობლემა არ აქვთ, იმუშაონ, გაერთონ, ჰყავდეთ მეგობრები და საკუთარი თავის სრული ადაპტირება მოახდინოს იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობს. 

თუმცა, არსებობენ ცეროდენა ადამიანები, რომლებსაც ისეთ სურვილები და მიზნები აქვთ, რომლისაც ჩვეულებრივი განვითარების მქონე ადამიანებსაც კი შეშურდებათ.  

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ქალი, ბოლივუდის მსახიობობის  მოლოდინშია.

18 წლის ინდოელი ჯიოტი, რომლის სიმაღლე 62 სანტიმეტრია, ხოლო წონა 4,5 კგ, გეგმავს, ბოლივუდის მსახიობი გახდეს. 

მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი მშობლებთან, ორ დასა და ძმასთან ერთად, ქალაქ ნაგპურში ცხოვრობს. ჯიოტს მიაჩნია, რომ ის საკმაოდ პოპულარული ადამიანია მისი გარეგნობიდან და  ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რის გამოც თვლის, რომ ბოლივუდში მოხვედრა არც გაუჭირდება.  

აღსანიშნავია, რომ ჯიოტა მეგობრობს მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადამიანთან, ლეონიდ სტადნიკთან. არც არის გასაკვირი, რომ მათ ერთმანეთის გაცნობა გასულ წელს მოუწიათ, როდესაც გინესის რეკორდების ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ადამიანი, რომელიც 2 მეტრი და 57 სანტიმეტრია,   34 წლის არის. მისი ზრდა კი 14 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც ძვლის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, დროული სამედიცინო ჩარევით, ლეონიდის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც გინესის რეკორდების წიგნის გამოცემის დროს, მსოფლიოს ყველაზე დაბალმა და მაღალმა ადამიანმა განაცხადეს, ერთმანეთთან კომუნიკაციაში სიმაღლე მათ  პრობლემას საერთოდ არ უქმნის.  

ჟურნალისტების განცხადებით, 2, 57 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ლეონიდი ძალიან ღელავდა, რომ 62 სანტიმეტრიანი ჯიოტისთვის რამე არ დაეზიანებინა.

0

ავტორი: