14:52:45     17-12-2011
ქათმის ღვიძლი იაპონურად
მასალა:
5 ს/კ სოიოს სოუსი
500 გ ქათმის ღვიძლი
2 ს/კ მცენარეული ზეთი
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1-2 კბილი ნიორი
2 ს/კ შაქარი
1 ჩ/კ შირბახტის ზეთი
ჯანჯაფილი სურვილის მიხედვით
ბოლოკი
მწვანე ხახვი
2 ს/კ ხერესი დამატებული
1/2 ჩ/კ შაქარი
ღრმა ჯამში ჩავასხათ სოიოს ზეთი, ხერესი შაქრით, ჩავაწყოთ დაჭრილი ქათმის ღვიძლი. გავაჩეროთ 20-30 წუთის განმავლობაში, დროდადრო მოვურიოთ. 30 წუთის შემდეგ ამოვიღოთ ღვიძლის ნაჭრები და შევწვათ ცხელ ცხიმიან ტაფაზე 3-4 წუთი, სანამ არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. დავამატოთ დაჭრილი მწვანე წიწაკა, ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და განვაგრძოთ შეწვა კიდევ 2-3 წუთი. ღვიძლის ნაჭრები უნდა იყოს გარედან ყავიფერი. დავასხათ ზემოდან სოიოს ზეთი, მოვაყაროთ შაქარი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ შირბახტის ზეთი. კერძი შეიძლება, სურვილისამებრ, მოვრთოთ ბოლოკის თხელი ნაჭრებით.
0