პოლონელი მხატვარი - ჟან-პიერ ნორბლენი პოლონელი მხატვარი - ჟან-პიერ ნორბლენი />


  13:24:14     17-12-2011

პოლონელი მხატვარი - ჟან-პიერ ნორბლენი

a13428.jpg

ჟან-პიერ ნორბლენ დე ლა გურდენი, წარმოშობით ფრანგი, პოლონელი მხატვარი, კალიგრაფი, გრავიორი და კარიკატურისტია; ის პოლონური ჟანრული ფერწერის ერთ-ერთი დამაარსებელია.

1774-1804 წლებში პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში ცხოვრობდა, რომლის მოქალაქეც გახდა. მისი წარმატება პოლონეთში უსაზღვრო იყო. მას შეკვეთებს აძლევდნენ პოლონეთის ყველაზე გავლენიანი ოჯახები, რის გამოც ის პარიზში არ დაბრუნებულა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე. მის სტილში ის ამჟღავნებდა ანტუან ვატოს გავლენას.

ნამუშევრებში,  როკოკოს ტრადიციითა და ჟურნალისტური აკურატულობით ასახავდა ყოველდღიური ცხოვრებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პანორამებს. შექმნილი აქვს თანამეგობრობის ბოლო წლების ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლების პორტრეტთა გალერეა. ამის გამო ნორბლენი პოლონეთის განმანათლებლობის ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხატვრად ითვლება.

0

ავტორი: