12:00:29     15-12-2011
ქართველი თეატრალური მხატვარი სოლიკო ვირსალაძე
სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე (დ. 1908 — გ. 1989) — ქართველი თეატრალური მხატვარი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ნატიფ ხელოვნებათა აკადემია. იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი. 1931 წლიდან კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის.
1957 წლიდან ვირსალაძე მუშაობდა ბალეტმაისტერ იური გრიგოროვიჩთან. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი ლენინგრადში იყო „ქვის ყვავილი“. 1960 წელს, მას მოჰყვა თორმეტი ბალეტი ბოლშოის სცენაზე მოსკოვში: „სპარტაკი“, „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, „ლეგენდა სიყვარულზე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ივანე მრისხანე“.
0