11:30:42     15-12-2011
ცხვრის ხორცი წიწაკით, არაბულად
მასალა:
150გ ცხვრის ხორცი
30გ გამდნარი კარაქი
150გ ბულგარული წიწაკა
20გ ხახვი
10გ ფქვილი
10გ ბრინჯი
20გ პამიდორი ან ტომატის სოუსი
50გ მჟავე რძე
1/2 კვერცხი
5გ ოხრახუში
დაფქული წითელი წიწაკა
პილპილი
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე, დავამატოთ წიწაკა, გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, ჩავასხათ ტომატის სოუსი, ცოტაოდენი წყალი და ვადუღოთ 10-15 წუთი. ნახევრად მოხარშულ ბრინჯს შევურიოთ დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ოხრახუში. ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ ზედა ფართო ნაწილი და ამოვაცალოთ თესლი. მომზადებული ფარშით ამოვავსოთ წიწაკა და შევწვათ მდუღარე ზეთში. შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ სოუსი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. სოუსის მოსამზადებლად ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ ფქვილი, წიწაკა, ტომატის პასტა ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. დავასხათ თბილი წყალი ან ბულიონი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. მჟავე რძის მოსამზადებლად ჩავასხთ კვერცხი და სოუსი (რომელშიც იშუშებოდა წიწაკა) მჟავე რძეში. მიღებული ნარევი შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. შემდეგ გავწუროთ საწურში და მოვაყაროთ ზემოდან ოხრახუში.
0