11:19:38     13-12-2011
დიპლომატები კრწანისში
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ. სამხედრო ატაშეეები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მიიღო. ბაზაზე არსებულ სასროლეთზე სტუმრები ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ. ქართველმა ინსტრუქტორებმა მათ თავდაპირველად იარაღების ტექნიკური მახასიათებლები და უსაფრთხოების ზომები გააცნეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სროლები ხელის ტყვიამფრქვევიდან (“ნეგევი”), M-4 ტიპის ავტომატური შაშხანიდან და “გლოკ 17” ტიპის პისტოლეტიდან განახორციელეს.
გამარჯვებულებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
mod.gov.ge
0