11:17:45     13-12-2011
ქათამი აჭარულად
მასალა:
1 ცალი ქათამი (საშუალო)
200 გრამი ხახვი
200 გრამი სხვა და სხვა მწვანილი
1 სუფრის კოვზი ერბო
მარილი გემოვნების მიხედვით
ასო-ასოდ დაჭრილი ქათამი მოვშუშოთ ქვაბში, სანამ სითხე არ შეაშრება, შემდეგ ჩავაყაროთ ბრტყლად დაჭრილი ხახვი, ხახვი რომ შეწითლდება, ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი. ქათამს თუ საკმაო სიმსუქნე აქვს, დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ერბო და მარილი მოვაყაროთ გემოვნებით.
0