შეკვეთილი მკვლელობა, ისრაელის ქნესეთის ყოფილი დეპუტატის ქონების ხელში ჩასაგდებად შეკვეთილი მკვლელობა, ისრაელის ქნესეთის ყოფილი დეპუტატის ქონების ხელში ჩასაგდებად />


  19:35:44     12-12-2011

შეკვეთილი მკვლელობა, ისრაელის ქნესეთის ყოფილი დეპუტატის ქონების ხელში ჩასაგდებად

a13271.jpg

საქართველოში მკვლელობების დაკვეთა გახშირდა. საბედნიეროდ, შს სამინისტრო ასეთი დანაშაულების გახსნას, მის სისრულეში მოყვანამდე ახერხებს. როგორც ირკვევა, მკვლელობის დაკვეთა, ძირითადად, ქონების გაყოფას უკავშირდება და შესაბამისად, დამკვეთადაც ოჯახის წევრები გვევლინებიან.

2009 წელს, შს სამინისტრომ, თბილისში, ისრაელის მოქალაქე, შაიმონ შაშუაშვილი დააკავა, რომელსაც ლია ზონენაშვილისა და მისი შვილების: დავით და მიხეილ გურების მკვლელობა ჰქონდა დავალებული. დღეს, შაშუაშვილის საქმის განხილვა, მისი საჩივრის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. შაშუაშვილს, როგორც ჩანს, მსჯავრის შემცირების იმედი აქვს. შაიმონ შაშუაშვილს, ბრალი საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ბ’’ და ‘’ე’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ და ‘’გ’’ ქვეპუნქტებითა და 10,236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება.

გამოძიებით დადგენილია, რომ ისრაელის მოქალაქე, წარსულში ნასამართლევი შაიმონ აბრამის ძე შაშუაშვილი, თბილისში 2009 წლის 5 იანვარს, ლია ზონენაშვილისა და მისი შვილების: დავით და მიხეილ გურების მოსაკლავად ჩამოვიდა. მკვლელობა მას მამიდაშვილმა, ისრაელის ქნესეთის ყოფილი დეპუტატის - ეფრაიმ გურის ვაჟმა, რონენ გურმა დაუკვეთა. რონენ გური ლია ზონენაშვილის გერი გახლდათ, ამიტომ მან მამის მთელი ქონების ხელში ჩასაგდებად, ზონენაშვილისა და მისი შვილების თავიდან მოცილება გადაწყვიტა.

შაიმონ შაშუაშვილმა თბილისში ავტომანქანა დაიქირავა, რომლის საშაულებითაც ზონენაშვილსა და მის შვილებს უთვალთვალებდა და მათი გადაადგილების მარშრუტი შეისწავლა. შაშუაშვილი მკვლელობას მაყუჩიანი იარაღით გეგმავდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ის იარაღის ყიდვას ვერ მოახერხებდა, მკვლელობის ალტერნეტიულ საშუალებად ელექტროშოკსა და დანას განიხილავდა. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის ლისის ტბის ტერიტორიაზე, იარაღის შეძენისას დააკავეს. დაკავებისას, შაშუაშვილს აღმოაჩნდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მაყუჩით, 1 მჭიდითა და  18 ვაზნით. შს სამინისტრომ ფარული ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, როგორ უთვალთვალებს მსხვერპლს შაშუაშვილი და როგორ ცდილობს იარაღის შეძენას, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.

0

ავტორი: