ფრანგი მსახიობი ქალები ფრანგი მსახიობი ქალები />


  16:32:01     12-12-2011

ფრანგი მსახიობი ქალები

a13266.jpg

გალელი მსახიობები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ევროპულ კინემატოგრაფიას შეჩვეული ფრანგი ქალები, ჰოლივუდის ფილმებშიც ხშირად გამოჩენილან. რაც დიდი ნაბიჯია კარიერაში. წარმოგიდგენთ ფრანგ მსახიობ ქალებს, რომლებმაც წარმატებას ჰოლივუდშიც მიაღწიეს:

ოდრი ტატუ - ოდრი ტატუ ამერიკელი აუდიტორიის წინაშე ფილმ „ამელში“ შესრულებული როლით წარსდგა. ფილმი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, სამწუხაროდ, პრიზი ვერ მიიღო. თუმცა, სახალხო სიყვარული ოდრის გარანტირებული ჰქონდა - მხოლოდ ამერიკაში ფილმმა 33 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში ფრანგმა გოგონამ არცთუ ისე ბევრი როლი ითამაშა, თითოეული მისი პერსონაჟი დასამახსოვრებელია. ოდრი ტატუმ ტომ ჰენკსთან ერთად ითამაშა დენ ბრაუნის სენსაციურ ფილმში „დავინჩის კოდი“.

მარიონ კოტილარდი - ფრანგი გოგონასათვის ჰოლივუდი მეტად წარმატებული აღმოჩნდა. 32 წლის ასაკში, მარიონმა „ოსკარის“ პრემია მიიღო ფილმ „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ შესრულებული ედიტ პიაფის როლისათვის. ამ როლისათვის მარიონმა მიიღო ასევე „ოქროს გლობუსი“, „ცეზარი“ და ბრიტანეთის აკადემიის პრემია. ასევე ითამაშა ჰოლივუდის ფილმებში „ჯონი დ.“, „ცხრა“ და „დასაწყისი“.

კეტრინ დენევი - ფრანგული კინოს დედოფალმა, ელეგანტურმა ქერა ქალბატონმა 60-იანი წლების ყველაზე სასურველი მამაკაცის, იტალიელი მარჩელო მასტროიანის გული დაიპყრო. კეტრინი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის მუზა გახდა, რომელმაც მისი სილამაზე ასახა ფილმებში „8 ქალი“ და „სასოწარკვეთილი დიასახლისები“. 2000 წელს ლარს ფონ ტრიერის Dancer in the dark-ში შესრულებული როლისათვის „ოქროს პალმის რტო“ მიიღო. მიუხედავად მრავალჯერადი მიწვევისა, კეტრინი ჰოლივუდის მხოლოდ ერთ ფილმში მონაწილეობაზე დათანხმდა - Dirty business, რომელშიც ძვირადღირებული მეძავის როლს ასრულებს.

ბრიჯიტ ბარდო - უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, განდეგილის ცხოვრებას ეწევა. მიატოვა სამსახიობო კარიერა და ცხოველთა დამცველების რიგებში ჩაეწერა. ოდესღაც პლანეტის მამაკაცების ორი მესამედი მასზე ჭკუას კარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯიტი კინოზე აღარ ფიქრობს და არც წარსულის გახსენება სურს, საზოგადოებას მისი როლები არ დავიწყებია. ბრიჯიტმა სულ 40 ფილმში ითამაშა. აქედან ყველაზე დასამახსოვრებელია Dear Brigitte, რომელშიც საკუთარ თავს თამაშობს.

ჯულიეტ ბინოში - ჰოლივუდისკენ გზა ბინეშს 1988 წელს რეჟისორმა ფილიპ კაუფმანმა გაუხსნა. ჯულიეტი პატარა მიტოვებული გოგონას როლს თამაშობდა ეროტიული წიგნის „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის“ ეკრანიზაციაში. ფილმ „ინგლისელი პაციენტის“ წყალობით, ბინოშმა „ოსკარი“ მიიღო. ამ ფილმში მონაწილეობა დემი მურს უნდა მიეღო. „ოსკარმა“ ბინოშს ამეირკულ კინემატოგრაფიაში კარი გაუღო. ჯონი დეპთან ერთად ითამაშა ფილმში „შოკოლადი“, სამუელ ელ ჯექსონთან „ჩემს ქვეყანაში“, რიჩარდ გირთან „სიტყვათა თამაშში“ და ჯუდ ლოუსთან „გატეხვა და შეღწევაში“. თავად ჯულიეტი აცხადებს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე თამაშობს, მთავარია „ვინ არის შენს გვერდზე!“

ემანუელ ბიარტი - ჰოლივუდმა ბიარტი ფილმ „შეუსრულებელი მისის“ შემდეგ გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ასაკში ამერიკულ ფილმში „პაემანი ანგელოზთან“ ითამაშა. „ჰოლივუდიდან უმარავი შემოთავაზება მაქვს. უცნაური ისაა, რომ იქ აგენტი არ მყავს. „შეუსრულებელ მისიაში“ თამაშის შემდეგ, ბევრ სცენარისტს მოუნდა ჩემთან თანამშრომლობა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერაფრით დამაინტერესეს“- აცხადებს ბიარტი.

0

ავტორი: