თაკო ფხაკაძე: ლალი მოროშკინამ სასიკვდილოდ გამიმეტა თაკო ფხაკაძე: ლალი მოროშკინამ სასიკვდილოდ გამიმეტა />


  16:00:11     10-12-2011

თაკო ფხაკაძე: ლალი მოროშკინამ სასიკვდილოდ გამიმეტა

a13225.jpg

გუშინ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ შემოქმედებითი ჯგუფი და ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები, უჩვეულო „შოუს“ მომსწრე გახდნენ.

დაახლოებით საღამოს რვა საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ერთ–ერთ სტუდიაში მიმდინარეობდა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ჩაწერა“, რომლის ნაწილსაც გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა შეადგენდა. გამოკითხვით  გაირკვა, რომ წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ქალბატონებიб ლალი მოროშკინა და ტელეიმედის ერთ–ერთი სახეб ნუკი კოშკელიშვილი გახდნენ. როგორც აღმოჩნდაб ლალი მოროშკინასთვის ეს ფაქტი მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ამის გამო, ყოფილმა ტელეწამყვანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს. ლალი მოროშკინა, ამ დროს, ზედმეტად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანიც ადასტურებს და დაზარალებულიც. ფხაკაძეს კისრის არეში ჭრილობაც აქვს მიყენებული, იარაღი კი, ამ შეთხვევაში, ჩანგალი იყო... გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ლალი მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარმა რედაქტორმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც დეტალურად მოყვა, თუ რა მოხდა, გუშინ საღამოს, გადაცემის ჩაწერისას.

– რა მოხდა გუშინ, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ჩაწერისას და როგორ დაიწყო კონფლიქტი თქვენსა და ლალი მოროშკინას შორის?

–  ძალიან მიხარია რომ ცოცხალი ვარ. მარტო იმიტომ ვარ ცოცხალი, რომ ჩანგალი, რომელიც მან დამარტყა, შედარებით ბლაგვი იყო. მეორე ჩარტყმა მოხდა უკვე რუსა ჩაჩუას ხელზე. ეს იყო ადამიანის მოკვლის მცდელობა.

– რატომ დაგესხათ თავს ლალი მოროშკინა?

– ეს ყველაფერი მოჰყვა ძალიან უწყინარ ფაქტს. „პრაიმტაიმმა“ ჩაატარა კვლევა, ამ კვლევაში იყო რამდენიმე ნომინაცია. მოროშკინა მოხვდა ყველაზე უგემოვნოდ  ჩაცმულ ადამიანებს შორის. სწორედ ამის გამო გაბრაზდა ის და დამესხა თავს. თქვენ ჟურნალისტები აცხადებთ, რომ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არ იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს იყო ადამიანის მოკვლის მცდელობა.

– ეს იყო მისი მორიგი სკანდალი, თუ მართლაც თქვენი გაზეთის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ გააღიზიანა?

– ვფიქრობ, რომ ყველაფერი მის მიერ დაგეგმილი სკანდალი იყო, რომ გაპიარებულიყო. მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. მთელ მსოფლიოში ეს არის ძალიან უმტკივნეულო ნომინაცია. ლედი გაგა ყოფილა წარდგენილი ყველაზე უგემოვნებოდ ჩაცმული ქალის ნომინაციაზე, ანჯელინა ჯოლიც და მადონაც. შეუძლებელია იფიქრო, რომ ეს შეიძლება გახდეს ადამიანზე თავდასხმის მიზეზი. ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტია.

– დეტალურად რომ გვითხრათ, როგორ მოხდა ყველაფერი?

– გამოცხადდა ნომინაცია და სცენაზე ავიდნენ მოროშკინა და ნუკი კოშკელიშვილი. მაგრამ მანამდე თურმე ის ჩემზე თავდასხმის იარაღსაც სინჯავდა. ეს იყო შამპანურის ბოთლი და დანა. დანას არ ჰქონდა ბასრი პირი, ჩვეულებრივი სუფრის დანა იყო,  მაგრამ ის რომ ყოფილიყო, სიტყვაზე, ტორტის დასაჭრელი დანა, ალბათ, მომკლავდა.   

– მოროშკინამ განაცხადა, რომ ის თქვენი პოლიტიკური კონკურენტია.

– რა პოლიტიკური კონკურენტი, ან ლალი მოროშკინა როგორი პოლიტიკოსია და ან მე რატომ ვარ მისი კონკურენტი?

– თქვენ რა მოიმოქმედეთ ინცინდენტის შემდეგ?

– მე წავედი პოლიციაში. ეს არ იყო შელაპარაკება კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო თავდასხმა ჩემზე. მან მე სასიკვდილოდ გამიმეტა. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მოროშკინასთვის, როგორ ფიქრობთ, საკმარისი სასჯელია მისთვის?

– არ ვთვლი, რომ ლოიალურია ეს სასჯელი. ბევრჯერ გამიგია ,თუნდაც ფილმებში, რომ არ უნდა მიეკაროს ამ დროს ადამიანს ასი მეტრის რადიუსით. ვაპირებ, რომ შესაბამის ორგანოებს სწორედ ეს ვთხოვო. სადაც მე ვიქნები ლალი მოროშკინა არ მომიახლოვდეს ასი მეტრის რადიუსით.

– მანამდე თუ გქონიათ რაიმე სახის დაპირისპირება თქვენ და მოროშკინას?

– არანაირი დაპირისპირება ჩვენ არ გვქონია. ჩვენ საერთოდ გადაკვეთის წერტილები არ გვქონია. ქალების წინ მას გადაცემა „ვესტნიკი“ მიჰყავდა და მეც ვმუშაობდი "მოამბეში". მაშინაც კი არ გვქონია არანაირი შეხება ერთმანეთთან.

– მოროშკინა ამბობს, რომ თქვენ გაზეთში მანამდე იწერებოდა ძალიან კრიტიკული მასალები...

– თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაზეთები და არსად ყოფილა ისეთი სტატია ან მასალა მასზე, რაც თავად არ უთქვამს. უგონოდ მთვრალი ადამიანი, რომ ჩანგალს გირტყამს ეს შეიძლება გაკრიტიკებისთვის იყოს?

– როგორ ამოიწურა ინცინდენტი?

–  რამდენიმე ადამიანმა, შოუბიზნესის წარმომადგენელმა გაიყვანა მოროშკინა. შემდეგ  წავედი პოლიციაში და იქ განვაცხადე სტუდიაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ.

0

ავტორი: