12:43:40     10-12-2011
ვენესუელელი კინორეჟისორი მარგო ბენასერაფი
მარგო ბენასერაფი დაიბადა 1926 წელს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში. გადაღებული აქვს ორი ცნობილი კინოფილმი: „რევერონი“ და „არაია“. პირველი ფილმი ეხება ვენესუელელი მხატვრის, არმანდო რევერონის ცხოვრებას. მეორე ფილმი დოკუმენტური ხასიათისაა, რომელშიც გაშუქებულია საზოგადოების სოციალური მდგომარეობა. ამ უკანასკნელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მარგო ბენასერაფი არის ვენესუელის კინემატოგრაფიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1966 წელს მან დააფუძნა ფილმების ეროვნული არქივი, რომელსაც სამი წელი ხელმძღვანელობდა. 1959 წელს, მისმა ფილმმა, „არაია“-მ კანის კინოფესტივალზე მოიპოვა საერთაშორისო პრემია.
მარგო ბენასერაფს მინიჭებული აქვს ფილმების ეროვნული პრემია (1995), ანდრეს ბელოს ორდენი (ორჯერ), ლიბერტადორის ორდენი და სხვა.
0