10:27:44     10-12-2011
შემწვარი თევზი პომიდვრით
მასალა:
1 კგ. თევზი (მაგ. სიგა, კეფალი, სკუმბრია)
1 კგ. პომიდორი
4 თავი ხახვი
მჭადის ფქვილი და ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით
კარგად გასუფთავებული თევზი დაჭერით, ამოავლეთ მჭადის ფქვილისა და მარილის ნარევში და ორივე მხრიდან შეწვით ზეთში; გამოაცალეთ ძვლები. ცალკე ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი; დაამატეთ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი. შეაზავეთ მარილით, როცა კარგად ჩაიშუშება. დაასხით მიღებული მასა შემწვარ თევზს, გააჩერეთ რამდენიმე საათით და შემდეგ გემრიელად მიირთვით.
0