ვაშლის ბლინები ვაშლის ბლინები />


  10:27:01     10-12-2011

ვაშლის ბლინები

a13204.jpg

მასალა:

10 ცალი ვაშლი

3/2 (1,5) კილოგრამი თეთრი ფქვილი

1/2 ჩაის ჭიქა საფუარი

100 გრამი შაქარი

150 გრამი კარაქი

5 ცალი კვერცხი

3 ჩაის ჭიქა რძე

3/4 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი

გემოვნებით – მარილი

700 გრამი ფქვილი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ ცხელ წყალში გახსნილი საფუარი, მოვზილოთ კარგად და დავდგათ თბილ ადგილას. ვაშლი შევწვათ, დავსრისოთ და გავატაროთ საცერში ან აღნიშნული პიურე გავაკეთოთ მიქსერით და ბოლოს შევალესოთ შაქარი. ამოსულ და აფუებულ ცომს დავუმატოთ დარჩენილი 800 გრამი ფქვილი, თბილი წყალი, 50 გრამი გამდნარი კარაქი, ვაშლის პიურე და ცალ-ცალკე კარგად ათქვეფილი 5 კვერცხის ცილა და გული. კვლავ თბილ ადგილას დავდგათ ცოტახნით და შემდგომ დავიწყოთ ტაფაზე ცხობა. ცხელ ბლინებს ზემოდან დაადეთ კარაქის პატარა ნაჭრები.
ბლინები გააფორმეთ ნაღებით ან არაჟნით. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილიც და მიირთვათ გემრიელად.

0

ავტორი: