12:37:50     09-12-2011
მერილ სტრიპმა ჯონ კენედის სახელობის პრემია მიიღო
რამდენიმე დღის წინ, ბარაკ ობამა და მისი მეუღლე, მიშელი, Kennedy Center Honors-ის დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის ამერიკელი ვარსკვლავები, რომლებსაც აშშ-ს ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
34-ე Kennedy Center Honors-ის პრემიის ლაურეატები, Opera House-ის შენობაში შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ სარა ჯესიკა პარკერი მეუღლესთან, მეთიუ ბროდერიკთან ერთად, ემილი ბლანტი, გლენ კლოუზი, ენ ჰეტევეი, ადამ შულმანი და სხვები.
ამ წელს, პრეზიდენტ ჯონ კენედის პრემიის მფლობელები გახდნენ: მუსიკოსი ნეილ დაიმონდი, ბროდვეის „დედოფალი“ ბარბარა კუკი, საქსაფონისტი სონი როლინსი და ოსკარის მფლობელი მერილ სტრიპი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლის შესრულებისათვის, გასულ კვირას, მერილი წლის საუკეთესო ქალ მსახიობად დააასახელეს.
0