სალათა ხორცითა და ლობიოთი სალათა ხორცითა და ლობიოთი />


  10:31:34     09-12-2011

სალათა ხორცითა და ლობიოთი

a13168.jpg

მასალა:

 

600-800 გრ ქათამი

100 გრ შაშხი

200 გრ კარტოფილი

100 გრ მოხარშული პარკი ლობიო

2 მოხარშული კვერცხი

150 გრ ვაშლი

100 გრ კიტრის მწნილი

150 გრ მაიონეზი

250 გრ სალათის ფოთლები

ოხრახუში

პილპილი, მარილი გემოვნებით

 

ქათამი მოვხარშოთ, გავაციოთ თავისსავე ბულიონში და გავაცალოთ რბილობი. კარტოფილს დავასხათ ცივი წყალი, მოვხარშოთ კანიანად, გავაციოთ და გავაცალოთ კანი. სალათის ფოთლები და პარკი ლობიო დავჭრათ 2-3 ნაწილად, კარტოფილი, ქათმის ხორცი, შაშხი, კვერცხი, ვაშლი და კიტრის მწნილი დავჭრათ ნაჭრებად, დავუმატოთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ ოხრახუშის ღეროებით, ქათმის ხორცითა და კვერცხის ნაჭრებით.

0

ავტორი: