11:36:06     08-12-2011
ადელმა ემი ვაინჰაუზს აჯობა
ადელის ალბომი, სახელწოდებით „21“ 21-ე, საუკუნის ყველაზე გაყიდვად ალბომად აღიარეს.
როგორც BBC News იუწყება, 2011 წლის იანვარში გამოშვებული დისკის 3,4 მილიონი ასლი გაიყიდა და ყოფილ რეკორდსმენს, ემი ვაინჰაუზის ალბომს, „Back to Black“-ს აჯობა. 2006 წელს ემის ალბომი რეკორდული რაოდენობით, 3,3 მილიონი ასლი გაიყიდა.
ადელის მეორე სოლო-ალბომი 2011 წლის, ასევე, ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორისაა. 45 კვირიდან 18 კვირის განმავლობაში „21“-ში შესული სიმღერები მსოფლიოს ჰიტ-ათეულებში პირველ ადგილს იკავებდნენ.
ალბომი „21“ „გრემის“ ექვს ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.
0