11:30:53     08-12-2011
ჭარხლის სუპი (სამარხვო)
მასალა:
150 გრამი ჭარხალი
100 გრამი კიტრი
3 ღერი მწვანე ხახვი
1-1 კონა ოხრახუში და კამა
2 სუფრის კოვზი ზეთი ან სამარხვო მაიონეზი
10 გრამი შაქარი
დანის წვერი ლიმონის მჟავა
მარილი – გემოვნებით
კანგაცლილი, გასუფთავებული ჭარხალი მოხარშეთ, ჩაუმატეთ ლიმონის მჟავა. შემდეგ მოხარშული ჭარხალი გახეხეთ და აურიეთ თავისსავე ნახარშში. დაუმატეთ შაქარი, მარილი, წვრილად დაჭრილი და კანგაცლილი კიტრი, მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა. დაასხით ღრმა თეფშზე, მოასხით ზეთი, ან სამარხვო მაიონეზი. სუპში შეგიძლიათ ჩაამატოთ ოთხკუთხედებად დაჭრილი ვაშლი და კარტოფილი გემოვნებისამებრ. მიირთვით გემრიელად.
0