მწვანე სუპი მწვანე სუპი />


  10:24:19     07-12-2011

მწვანე სუპი

a13087.jpg

მასალა:

1 ცალი საშუალო ზომის კიტრი

2 სუფრის კოვზი ახალი, მწვანე მუხუდო

4 ჭიქა გამჭვირვალე, მაგარი ხორცის ბულიონი

ცოტა მარილი

½ სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

4 ცალი კვერცხი

ცოტა დაჭრილი მწვანილი

კიტრი გავთალოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მწვანე მუხუდო გავრეცხოთ, ბულიონი დავდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ, ჩავაყაროთ მომზადებული მუხუდო და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დავამატოთ მარილი, სოიოს სოუსი, კიტრის ნაჭრები და ვხარშოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. ბულიონი გავწუროთ, ბოსტნეული დავდგათ თბილ ადგილას. ავადუღოთ წყალი, ძმართან ერთად, ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხები, მოვხარშოთ (რომ ცილა გამაგრდეს). თითოეულ თეფშზე დავდოთ კიტრის რამდენიმე ნაჭერი და ნახევარი კოვზი მწვანე მუხუდო, დავასხათ ბოსტნეულს ცხელი ბულიონი და დავამატოთ ცოტა მწვანილი. თითოეულ თეფშზე შეგვიძლია დავდოთ თითო კვერცხი. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.

0

ავტორი: