72 წლის ქალბატონის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული, სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს 72 წლის ქალბატონის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული, სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს />


  15:53:46     06-12-2011

72 წლის ქალბატონის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული, სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

a13080.jpg

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 29 წლის იოსებ რიბაკოვის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მას მიმდინარე წელს, თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. შემზარავი დანაშაული, რომელიც რიბაკოვმა ჩაიდინა, ალბათ ყველას ახსოვს. წინასწარი გამოძიების მასალების მიხედვით, 20 აპრილს, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, მან 72 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა.

იოსებ რიბაკოვი კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად მოყვა რატომ გააუპატიურა 72 წლის ქალბატონი. ნაწყვეტი რიბაკოვის ჩვენებიდან: “ვიმყოფებოდი ჯანიაშვილი გელას ოჯახში, დავლიეთ ღვინო, წამოვედი იქიდან და მივედი ძულიაშვილი თინას ოჯახში, მინდოდა მისი შვილიშვილის ნახვა, რის გამოც ბებიამისმა დამიწყო წიწინი, წყევლა და ჩხუბი, დამემუქრა ბიჭებით, ნათესავებით, რის გამოც ავყევით, შევათრიე სახლში, ავაფარე პირზე ხელი და დავუკავე თავი და დავცხე. რო გაიხადა ტანსაცმელი, დავუწყე გაუპატიურება. ერთი-ორი პროსტა ჩავარტყი წელში და რომ გამეთიშა. იქვე ჯამი იდო მაგიდაზე და ის ჩავარტყი თავში გათიშვის მიზნით, დავტოვე ასე მიცვალებული, არ ვიცოდი თუ მკვდარი იყო, გადავაფარე პალტო, გამოვედი და წამოვედი სახლში.’’

თუმცა, თელავის სასამართლოში, საქმის განხილვისას, მან 72 წლის ქალბატონის გაუპატიურება და მკვლელობა უარყო. როგორც აღვნიშნეთ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, რიბაკოვს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამჯერად მის საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. როგორც ჩანს, რიბაკოვი განაჩენის შეცვლას ელოდება.

0

ავტორი: