11:34:40     06-12-2011
ლეგენდარული ჯო დასენი
ჯო დასენი, ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და მუსიკოსი, დაიბადა ნიუ-იორკში ფილმ-ნუარის სტილის რეჟისორის ჟულს დასენისა და ბეატრის ლონერის ოჯახში. ბავშვობა ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გაატარა. თუმცა, სენატორ ჯოზეფ მაკკარტის ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამო, ის და მისი ოჯახი, შემდეგ ევროპაში გადადიან. ჟენევის საერთაშორისო სკოლასა და ლე როზის ინსტიტუტში სწავლის შემდეგ, დასენი აშშ-ში ბრუნდება და მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობს. კოლეჯის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში მიდის. აქ რადიო სადგურში მუშაობისას ხმის ჩამწერმა სტუდიამ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერა შესთავაზა.
ადრეული 1970-იანი წლებისთვის, დასენის სიმღერები უკვე საფრანგეთის ჰიტებად იქცა. ის სიმღერებს, ფრანგულისა და ინგლისურის გარდა, ასევე, გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად წერდა.
დასენი გულის შეტევით გარდაიცვალა 1980 წლის 20 აგვისტოს, ტაიტიზე, შვებულების პერიოდში. დაკრძალულია ჰოლივუდში, კალიფორნიაში.
0