თედორე ტიუტჩევის „რუსული გეოგრაფია“ უაზრო ფანტაზია აღმოჩნდა. თედორე ტიუტჩევის „რუსული გეოგრაფია“ უაზრო ფანტაზია აღმოჩნდა. />


  16:44:11     05-12-2011

თედორე ტიუტჩევის „რუსული გეოგრაფია“ უაზრო ფანტაზია აღმოჩნდა.

a13036.jpg

1803 წლის 23 ნოემბერს (ახალი სტილით 5 დეკემბერს) დაიბადა ცნობილი რუსი პოეტი, დიპლომატი და კონსერვატორი, იმპერიალისტი იდეოლოგი თედორე ივანეს ძე ტიუტჩევი (ФедорТютчев).
 
ივანე ტიუტჩევის ბიოგრაფიაზე სხვა დროს ვისაუბროთ. დღეს განვიხილოთ მისი ლექსის „რუსული გეოგრაფიის“ („Русская география“) შინაარსი და ამ ლექსის სულისკვეთების რეალურობა.

აკაკი ბაქრაძე თავის შესანიშნავ ესეში „დავიწყებული იდეა“, სადაც მოგვითხრობს ქართული მესიანისტური იდეოლოგიის შესახებ, წერს თედორე ტიუტჩევის შესახებ:

„მე-19 საუკუნეში, თედორე ტიუტჩევის კალმით იქნება გამოხატული რუსეთის პოლიტიკური მისწრაფება.

Москва и град Петров1, и Константинов град-
Вот царства русского заветные столицы...
Но где предел ему? и где его границы-
На север, на восток, на юг и на закат?
Грядущим временам судьбы их обличат...
Семь внутренних морей и семь великих рек...
От Нила до Невы, от Эльбы до Китая,
От Волги по Евфрат, от Ганга до Дуная...
Вот царство русское... и не прейдет вовек,
Как то провидел Дух и Даниил предрек.

(შემდეგ სქოლიოში განმარტებაა - გ. მ.):

„1. - კომენტატორები აღნიშნავენ, რომ „град Петров“-ში პეტერბურგი არ იგულისხმება (ე. ი. იგულისხმება წმინდა პეტრეს ქალაქი - რომი. - გ. მ.)

2. „მოსკოვი, პეტრეს ქალაქი და კონსტანტინეს ქალაქი, აი, რუსთა სამეფოს აღთქმული დედაქალაქები. მაგრამ სად არის მისი სამანი, სად საზღვარი - ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, სამხრეთში თუ დასავლეთში? მომავალი დრონი შემოსავენ მათ ბედს... შვიდი დიდი მდინარე... ნილოსიდან ნევამდე, ელბიდან ჩინეთამდე, ვოლგიდან ევფრატამდე, განგიდან დუნაიმდე... ია, რუსთა სამეფო... და არსოდეს წარხდეს იგი, როგორც ეს განჭვრიტა სულმა და დანიელმა იწინასწარმეტყველა.

(ტექსტი გრძელდება - გ. მ.):

რა თქმა უნდა, დანიელის წინასწარმეტყველებაში არავითარ რუსეთზე არ არის ლაპარაკი. იქ საუბარია ღმერთის მიერ შექმნილ მარადიულ სამეფოზე. „და მათი მეფობის დღეთა შინა ცის ღმერთი აღადგენს სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა არასოდეს, და სამეფო იგი არ მიეცემა სხვა ერს, და დაამხობს და დააქცევს იგი ყველა სხვა სამეფოს, თავად კი იარსებებს სამარადისოდ“ (დანიელი, 11, 44).

რუსული მესიანისტური იდეა რუსეთს აკავშირებდა ამ მარადიულ სამეფოსთან, რომელიც ღმერთის მიერ იყო შექმნილი. მესიანისტურ იდეას საბუთი არ სჭირდება. იგი ემყარება განსაკუთრებულობის რწმენას“.

ტიუტჩევი და სხვა რუსი იდეოლოგები უნერგავდნენ უბრალო რუსებს, რომ რუსეთი მესამე რომია, ახალი რომი და სამივე რომის (რომი, კონსტანტინოპოლი და სანკტ-პეტერბურგი) ტერიტორია, და კიდევ უფრო მეტი, უნდა გახდეს რუსეთის კუთვნილებაო...

როგორც ვხედავთ, აკაკი ბაქრაძემ უპასუხა ტიუტჩევს, და საკმაოდ კარგადაც: „რა თქმა უნდა, დანიელის წინასწარმეტყველებაში არავითარ რუსეთზე არ არის ლაპარაკი. იქ საუბარია ღმერთის მიერ შექმნილ მარადიულ სამეფოზე. „და მათი მეფობის დღეთა შინა ცის ღმერთი აღადგენს სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა არასოდეს, და სამეფო იგი არ მიეცემა სხვა ერს, და დაამხობს და დააქცევს იგი ყველა სხვა სამეფოს, თავად კი იარსებებს სამარადისოდ“ (დანიელი, 11, 44).

აკაკი ბაქრაძის მიერ მოყვანილ ლექსს ტიუტჩევისას, როგორც ვთქვით, ჰქვია „რუსული გეოგრაფია“ („Русская география“). ეს ლექსი პოეტმა დაწერა 1848 ან 1849 წელს. გავიდა დრო, და დრომ თავად უპასუხა ტიუტჩევს და სხვა იდეოლოგებს.

დავაზუსტოთ: ნილოსამდე ვერაფრისდიდებით ვერ ჩააღწია რუსეთმა...  მდინარე ელბას აუზში, ჩეხეთსა და გერმანიაში ცოტა ხნით კი იყო რუსეთი შესული, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის იდიოტური იდეებისა და ქმედებების გამო თუ შედეგად, მაგრამ რამდენიმე ათეული წელიწადში იქიდან ზარ-ზეიმით გამოუშვეს...

ევფრატამდე რუსებმა საზღვრები მიაახლოვეს ქართველების დახმარებით, როცა თურქეთთან ომში დიდი ენთუზიაზმით ეხმარებოდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ, რუსებმა ვერ შეირგეს ქართველების მოკავშირეობა, სამეფო გაგვიუქმეს, ეკლესიის ავტოკეფალია გაგვიუქმეს, დასავლეთ ევფრატის მიმდებარე ქართულ მიწებზე სომხები დაასახლეს, პოლიტიკაც უგონო აწარმოეს და ევფრატზე ოცნებას სამუდამოდ გამოეთხოვნენ... მდინარე განგთან მიახლოების სურვილი მათთვის მხოლოდ ფანტაზიის სფეროა და დიდი ფანტაზიორის, ტიუტჩევის „მტკიცებაც“ ფანტაზიად დარჩა.

მეტიც, ტიუტჩევის დაბადების დროს რუსეთის იმპერიაში შემავალი არა ერთი ქვეყანაც გათავისუფლდა რუსული იმპერიის ბრჭყალებიდან, ზოგმა ნატოს ბლოკსაც კი შეაფარა თავი...

ტიუტჩევისეული „რუსული გეოგრაფია“ ოცნაბად დარჩა, თუმცა ამ ოცნების აღსრულებას რუსმა იმპერიალისტებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეწირეს, მათ შორის თავისი შვილებისა, ჯარისკაცებად რომ იყენებდნენ და სრულიად უაზროდ.

რუსული გეოგრაფიული ატლასი სულ-უფრო და უფრო მცირე მასშტაბებისა ხდება.

აწი და აწი, რაც დრო გავა, სულ უფრო და უფრო დაშორდება რუსეთის რეალური საზღვრები არა მარტო ტიუტჩევის არარეალურ „მტკიცებას“, მის „რუსულ გეოგრაფიას“, მეტიც, პოეტის სიცოცხლეში არსებულ იმპერიულ საზღვრებსაც კი.

0

ავტორი: