12:39:22     05-12-2011
ბრიტანელი მსახიობი – რუპერტ ფრენდი
ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, რუპერტ ფრენდი დაიბადა და გაიზარდა სოფელ სტოუნსფილდში. სკოლის დამთავრების შემდეგ, გადაინაცვლა ლონდონში, სადაც მიიღო სამსახიობო განათლება. კინოში მისი დებიუტი შედგა 2004 წელს, ფილმში „მექალთანე“. თავდაპირველად, ძირითადად, მეორეხარისხოვან როლებში უწევდა გამოსვლა, მოუწია თამაში ფილმებში: „ბიჭი ზოლიან პიჟამოში“, „შერი“, „ახალგაზრდა ვიქტორია“. 2008 წელს, ტომ მისონთან ერთად გადაიღო მოკლემეტრაჟიანი კინო, რომელშიც მთავარი როლები თავადვე განასახიერეს. 2010 წელს, შედგა მისი, როგორც თეატრის მსახიობის დებიუტი. 2010 წელს, რუპერტ ფრენდმა კიდევ ერთხელ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სტივი“, სადაც ითამაშეს კოლინ ფერტმა, კირა ნაიტლიმ და სხვებმა.
2005 წლიდან, ხვდებოდა ჰოლივუდის მსახიობ კირა ნაიტლის, რომელიც მან ფილმ „სიამაყე და ცრურწმენა“ გადაღების დროს გაიცნო. თუმცა, 2010 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
0