11:30:06     05-12-2011
ფორთოხლის მარმელადი
მასალა:
3 ფორთოხლის კანი
500 გ გათლილი ფორთოხალი
500 გ ფორთოხლის წვენი
500 გ შაქარი
1 პაკეტი “ჟელფიქსი 2:1″
გათლილი ფორთოხლისგან მოამზადეთ პიურე და ჩაასხით ქვაბში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 3 ფორთოხლის კანი, წვენი, ჟელფიქსი და ნახევარი შაქარი. მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და 3 წუთით ადუღეთ. გადმოდგით და მაშინვე ჩაასხით მშრალ ქილებში, მოხუფეთ და 5 წუთით თავდაყირა გააჩერეთ.
0