11:13:20     03-12-2011
პომიდვრის სუპი ბადრიჯნით
მასალა:
1 კილოგრამი პომიდორი
6 ცალი კარტოფილი
2 ცალი სტაფილო
2 ცალი ხახვი
2 კბილი ნიორი
1/2 ჩაის ჭიქა ზეთი
2 ცალი ბულგარული წიწაკა
4-4 ძირი ნიახური, ოხრახუში, ქინძი და რეჰანი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ქვაბში ჩაასხით ზეთი, წამოადუღეთ და ხახვი მოშუშეთ. შემდეგ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი ჩაყარეთ და მოთუშეთ. როცა პომიდორი წამოდუღდება, ორად გაჭრილი კარტოფილი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო ჩაყარეთ. მანამდე კი დაჭერით ბადრიჯანი, დააყარეთ მარილი, გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ გაწურეთ, სიგრძეზე ოთხად გაჭერით და როდესაც ოდნავ მოიხარშება სტაფილო და კარტოფილი, გამზადებული ბადრიჯანი ქვაბში ჩაყარეთ. მოხარშვის შემდეგ, დაუმატეთ გულგამოცლილი დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანილი. გემოვნებისამებრ, დაამატეთ მარილი და პილპილი. მიირთვით გემრიელად.
0