10:19:53     02-12-2011
ფორთოხლის ფუნთუშები
მასალა:
ცომი
წყალი - 180 მლ
ზეთი - 2 ს/კ
ფქვილი - 350 გრ(თავიდან ჯობია დავამატოთ 300 გრ)
ფორთოხლის კანი - 2 ს/კ (1 ფორთოხლისგან)
მშრალი რძე - 1,5 ს/კ
შაქარი - 2 ს/კ
მარილი - 0,5 ჩ/კ
კონიაკი - 1 ს/კ
ვანილი - 1 პაკ;
საფუარი - 1 ჩ/კ
მინანქარი
შაქარი - 0.5 ჭიქა
კარაქი - 70-80 გრ
ფორთოხლის კანი - (რაც დარჩება ცომში დამატების შემდეგ)
ქვაბში ჩავასხათ წყალი და გავხსნათ რძის ფხვნილი,დავამატოთ ზეთი და კონიაკი. იქვე ჩავყაროთ ფქვილი, შაქარი,მარილი და ვანილი. საფუარი გავხსნათ ჭიქაში და როცა აფუვდება დავამატოთ ცომში. ბოლოს დავამატოთ ფორთოხლის კანი და კარგად ავზილოთ. დავდგათ ცომი თბილ ადგილას და დაველოდოთ სანამ ამოვა. მინანქრის გასაკეთებლად დაგვჭირდება ფორთოხლის კანი, შაქარი და კარაქი. ფორთოხლის კანი დავფქვათ ბლენდერში. კარაქი გავადნოთ შაქართან ერთად და ავურიოთ ფორთოხლის კანთან ერთად. როცა ცომი ამოვა, დავჭრათ 12 ნაწილად და თითოეულს წავუსვათ მინანქარი. ცომი ჩავასხათ ფორმეში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე.
0